რა საუბარი შედგა პრემიერსა და ზაზა სარალიძეს შორის - მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას აქვეყნებს

რა საუბარი შედგა პრემიერსა და ზაზა სარალიძეს შორის - მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას აქვეყნებს

აბსოლუტურად შევდივარ თქვენს მდგომარეობაში და ეს ჩემთვის ისეთივე ტრაგედიაა, როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც თქვენი ოჯახების უბედურებას უყურებს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზაზა სარალიძის ოჯახს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრისას.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მშობლებს მათ ადვოკატსა და სახალხო დამცველთან ერთად შეხვდა. შეხვედრას ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე დაესწრნენ.

“სამწუხაროდ, აქამდე არ მომეცა საშუალება, მშვიდ ვითარებაში შეგხვედროდით. კიდევ ერთხელ მინდა მოგისამძიმროთ. ღმერთის წინაშე მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად შევდივარ თქვენს მდგომარეობაში და ეს ჩემთვის ისეთივე ტრაგედიაა, როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც თქვენი ოჯახების უბედურებას უყურებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა მოისმინა ის კითხვები, რომლებიც სარალიძეების ოჯახს მათი შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით აქვს და აღნიშნა, რომ ამ თემაზე გარკვეული ინფორმაცია 1-ელ ივნისს, სახალხო დამცველთან შეხვედრისასაც მიიღო.

ზაზა სარალიძეს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა მიაწოდა. "შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ სარალიძეების ოჯახი სახალხო დამცველის მეშვეობით საქმის მასალებს გაეცნობა. ანალოგიური შეთანხმება შედგა დადუნაშვილების ოჯახთან შსს-ში რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე.

პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრისას ასევე შეთანხმდნენ კონკრეტულ ფორმატზე, რომელიც ზაზა სარალიძეს გამოძიების მიმდინარეობისას ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი