ვინ იყო პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალი საქართველოში, რომელსაც ხვალ მემორიალს გაუხსნიან

ვინ იყო პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალი საქართველოში, რომელსაც ხვალ მემორიალს გაუხსნიან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სოფელ ყარაჯალაში, პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის - ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალი მოეწყო.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მემორიალს ხვალ ქეთევან ციხელაშვილი გახსნის.

„ფარი-ხანუმ სოფიევა პოლიტიკურ მოღვაწეობას 100 წლის წინ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ ეწეოდა, როცა საქართველოს ტერიტორიის ძირითად მაზრებში საერობო არჩევნები ჩატარდა. მათ შორის თბილისის მაზრაში, ყარაიაზის ოლქში, სადაც სოფიევამ გაიმარჯვა და ყარაიაზის ოლქიდან თბილისის სამაზრო ერობის მეხუთე ხმოსანი გახდა. სწორედ დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავს მიეძღვნა მის მშობლიურ სოფელში მემორიალი, რომელის გახსნასაც ფარი-ხანუმ სოფიევას შთამომავლები, ქვემო ქართლის გუბერნატორი, გარდაბნის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დაესწრებიან“, - ნათქვამია პრესრელიზში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი