"ბიბლუსი" 10 წლის იუბილეს აღნიშნავს - ღონისძიებაზე ყველაზე გაყიდვადი ლიტერატურა დასახელდა

"ბიბლუსი" 10 წლის იუბილეს აღნიშნავს -  ღონისძიებაზე ყველაზე გაყიდვადი ლიტერატურა დასახელდა

მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიება "ქარვასლაში" მიმდინარეობს, რომელსაც გამომცემლობის დამფუძნებლები, მწერლები, პოეტები, მთარგმნელები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებიან. საღამოს მუსიკალურად აფორმებს ელენე კალანდაძე და ორკესტრი "ჯასთ კვარტეტი".

ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, რომლებიც 10 წლის გაყიდვების რაოდენობით გამოიკვეთა:

ბიბლუსის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ქართული რომანი - დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა"

ბიბლუსის სიტორიაში ყველაზე გაყიდვადი თარგმნილი ლიტერატურა - "პალიტრა ლ"

ბიბლუსის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი საყმაწვილო ლიტერატურა - "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"

ბიბლუსის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი პროზაული კრებული - გოდერძი ჩოხელი

ბიბლუსის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი პოეზიის კრებული - ნიკო გომელაური

ბიბლუსის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი საბავშვო ლიტერატურა - "დიოგენე"

"ბიბლუსი" უკვე ათი წელია, რაც ბაზარზე აქტიურად საქმიანობს. საქართველოს მასშტაბით "ბიბლუსს" 56 ფილიალი აქვს გახსნილი.

ნახეთ ვიდეო: რომელია ყველაზე გაყიდვადი ქართული რომანი? - "ბიბლუსმა" ყველაზე გაყიდვადი ლიტერატურა გამოავლინა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი