თბილისის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება

თბილისის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება

დაგეგმილი სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 23:30 საათიდან ისნის რაიონის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება. კერძოდ: ისანში, ქეთევან წამებულის გამზირის №63ა, №63ბ, №65, №67, №69, ჭრელაშვილის, ჩოლოყაშვილის ქუჩის №1/1, №1/2, №1/3, №46, №57-ში მდებარე კორპუსების, ჩოლოყაშვილის I კვარტლის №1, №2, №3, №4, №5-ში მდებარე კორპუსების, ბაღდადის (რიჩარდ-ჰოლბრუკის), ნავთლუღის, საექიმოს, გასავალის, დოდაშვილის, რთველაძის, ჩკალოვის, ჰოსპიტალის შესახვევის, სამხედრო ქალაქის, ლერწმის, მეგობრობის, წერნაკის, II და III დოლაბაურის, კაჭარავას, უჯარმის, პატარძეულის, არტურ ლაისტის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.

გაზმომარაგება ასევე შეუწყდება გაზგასამართ სადგურ „ვისოლს“, ისან-სამგორის რაიონის გამგეობას, საცურაო აუზს "ოლიმპი", "ფრესკო შოპინგ ცენტრს", №215 საბავშვო ბაგა-ბაღს, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ისანი მოლს, სუპერმარკეტ "კარფურს", სს "სამედიცინო კორპორაცია ევექსს", შპს "ავერსი კლინიკა"-ს, შპს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა „ინტელექტს“ და ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა კომერციულ ობიექტებს.

"ყაზტრანსგაზ–თბილისის" ინფორმაციით, გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება პარასკევს, 8 ივნისს, 09:00 საათიდან და დასრულდება 17:00 საათზე.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი