"გქონდეთ ჩვენი იმედი..." - რას წერს პრემიერი "ფეისბუქზე" ტოჩინოშინთან შეხვერდრის შემდეგ

"გქონდეთ ჩვენი იმედი..." - რას წერს პრემიერი "ფეისბუქზე" ტოჩინოშინთან შეხვერდრის შემდეგ

გქონდეთ ჩვენი იმედი, ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი, - მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ სიტყვებით მიმართა ტოჩინოშინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გუშინ გამართულ შეხვედრაზე.

მთავარობის მეთაურმა პირველ ქართველ ოძეკს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი მის გულშემატკივრობაში ერთსულოვანი იყო.

„პირველი ქართველი ოძეკი სამშობლოშია. ტოჩინოშინის გამარჯვებებით ქართველ და იაპონელ ხალხს შორის სერიოზული ხიდი გაჩნდა. დღეს ის საქართველოს მთავარი სახეა იაპონიაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და იაპონიას დიდი მანძილი აშორებთ, ჩვენი ხალხების ხასიათში ბევრი საერთოა და განსაკუთრებულია ტოჩინოშინის როლი იაპონელი ხალხისთვის ჩვენი ქვეყნის უკეთ გაცნობაში. ქართველი ხალხის ასეთი ერთსულოვანი გულშემატკივრობა, როგორც ტოჩინოშინის შეჯიბრებების დროს გამოჩნდა, მართლაც უიშვიათესია. ლევანი ამბობს, რომ მისი გამარჯვებები დიდწილად მთელი საქართველოს მხარდაჭერისა და გულშემატკივრობის დამსახურებაა. „გქონდეთ ჩვენი იმედი, ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი“, - მითხრა დამშვიდობებისას. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვაქვს მისი იმედი. მჯერა, წინ კიდევ დიდი გამარჯვებებია”, - წერს გიორგი კვირიკაშვილი „ფეისბუკზე“.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი