დღეიდან პენსიების მიღება ყოველი თვის 14 რიცხვში იქნება შესაძლებელი - "ლიბერთი ბანკის" სიახლეები პენსიონერებს

დღეიდან პენსიების მიღება ყოველი თვის 14 რიცხვში იქნება შესაძლებელი - "ლიბერთი ბანკის" სიახლეები პენსიონერებს

“ლიბერთი ბანკი” სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროგრამის ფარგლებში სიახლეებს ნერგავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ლიბერთი ბანკიდან“ აცნობეს, დღეიდან პენსიების მიღება ნებისმიერი არხით ყოველი თვის 14 რიცხვში იქნება შესაძლებელი. თუ 14 რიცხვი დაემთხვევა არასამუშაო დღეს, მომხმარებლები პენსიას „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატებით მიიღებენ. ასევე, პენსიის მიმღებ ნებისმიერ პირს, ქვეყნის მასშტაბით შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს ახალი პროდუქტით და ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე მიიღოს კუთვნილი საპენსიო თანხა მარტივად, სიმბოლური ერთჯერადი გადასახადის გადახდისთანავე.

სიახლეა კომუნალური გადასახადების გადახდის მიმართულებითაც - პენსიონერები კომუნალური გადახდების უფასო სერვისით ისარგებლებენ. კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ სერვის ცენტრებში ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავებისა და ბუნებრივი აირის მომსახურების საფასურს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით, მომსახურების საკომისიოს გარეშე გადაიხდიან.

„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნული ყველა სიახლე წარმოადგენს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროგრამის მხოლოდ დასაწყისს და მომავალში არაერთი მსგავსი მასშტაბური პროექტი იგეგმება.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ მარტვილის ეპარქიაში მომხდართან დაკავშირებით მღვდელმსახურება სხვა სასულიერო პირებსაც შეუჩერდეს

"საქართველოში დედის კულტი, დედის მიმართ მოწიწება, სხვა სიმაღლეზე დგას - ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც დედიკო არ უყვარს, უბრალოდ საცოდავია" - ბერა

მეუფე იაკობი პეტრე ცაავას შესაძლო განკვეთაზე - "აუცილებლად მოხდება, იმსახურებს"