"გალღვა ყინული და პროცესი დაიწყო" - ოშკის გუმბათის გამაგრებით სამუშოებში ჩასართავად თურქეთში ქართველი სპეციალისტები გაემგზავრნენ

"გალღვა ყინული და პროცესი დაიწყო" - ოშკის გუმბათის გამაგრებით სამუშოებში ჩასართავად თურქეთში ქართველი სპეციალისტები გაემგზავრნენ

ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ოშკის ტაძრის გუმბათის გამაგრებით სამუშოებში ჩასართველად ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი თურქეთში დღეს გაემგზავრა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ჯგუფი ოთხი წევრისგან შედგება. კერძოდ, მასში შედიან არქიტექტორ-რესტავრატორი, არქეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე და კონსტრუქტორი. ისინი სამუშოებს ხვალიდან შეუდგებიან და გახდება ცნობილი, როგორ გადანაწილდება გუმაბთის გამაგრებისთვის შესასრულებელი სამუშაო ქართველ და თურქ სპეციალისტებს შორის.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გალღვა ყინული და პროცესი დაიწყო. ამიტომ კონკრეტული დეტალები ჯგუფის ჩამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი. ისინი დღეს დილით გაემგზავრნენ და ჯერ გზაში არიან. გუმბათის გამაგრების პროექტი ჩვენ გადავაგზავნეთ. მათაც ექნებათ რაღაც შენიშვნები. ამიტომ, ამას ყველაფერს გაეცნობიან და თურქ კოლეგებთან ერთად ამ პროცესს დაგეგმავენ“, – განაცხადა ანთიძემ.

მისივე თქმით, ეს არის პირველი ნაბიჯები პროცესის დასაწყებად და ქართველ ექსპერტთა ჯგუფი 11 ივნისამდე თურქეთიდან უკან დაბრუნდება.

ოშკის გუმბათზე გამაგრებითი სამუშაოები გასულ წელს საქართველოსა და თურქეთის მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად დაიწყება. ამისთვის ქართულმა მხარემ თურქეთის მხარეს ძალოვანი ხარაჩოს პროექტი გადასცა.

ოშკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი მე-10 საუკუნეშია აშენებული. იგი ორნამენტების სიუხვით და ქვაზე კვეთილი გამოსახულებებით გამოირჩევა. ოშკი სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენდა. ტაძრის გვერდით დღემდე შემორჩენილია ასევე სასულიერო აკადემიის ნანგრევები და სამლოცველო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი