ვინ არის საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი და როგორია სატრანსფერო ფასები

ვინ არის საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი და როგორია სატრანსფერო ფასები

გერმანული ვებგვერდი transfermarkt.de-ს მონაცემების მიხედვით საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველის საბა კვირკველიას სატრანსფერო ფასი საგრძნობლად გაიზარდა.

კვირკველიას გრაფაში 8 მლნ ევრო უწერია, რაც სააგენტოს ძველ მონაცემებთან შედარებით 2.2 მილიონით მეტია.

შეგახსენებთ, რომ კვირკველია "ლოკომოტივის" რიგებში რუსეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო თავად ქართველმა სეზონი სტაბილურად და გამორჩეულად ჩაატარა. ის არაერთხელ შეიყვანეს ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

ქართველი მცველისთვის ეს ზაფხული საკმაოდ ნაყოფიერი იქნება შემოთავაზებების მხრივ, ჯერ კიდევ სეზონის დასრულებამდე კვირკველიას შეძენით რამდენიმე ინგლისურიკლუბი იყო დაინტერესებული, კერძოდ კი საუბარი იყო "ლესტერზე", "ვესტ ბრომვიჩზე" და "მანჩესტერ სიტიზე".

თუ საქართველოს ნაკრებში საბა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, მოსკოვის "ლოკომოტივში" ის ამ მაჩვენებლით მეორეა.

პირველ ადგილს ტყუპისცალი ალექსეი მირანჩუკი იკავებს 14 მილიონი ევროთი. ხოლო პრემიერლიგაში კვირკველიას მე-15 პოზიცია უკავია. ის ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც სეზონის განმავლობაში სტაბილურად ასპარეზობდნენ საკუთარ გუნდებში და თავის წარმოჩენა შეძლეს, ლოგიკურად მათი სატრანსფერო ღირებულებაც გაიზარდა განაგრძეთ კითხვა და ნახეთ ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი