ქართულ ინტერნეტ სივრცეს ახალი ონლაინ ლექსიკონი შეემატა www.bcdictionary.ge

ქართულ ინტერნეტ სივრცეს ახალი ონლაინ ლექსიკონი შეემატა www.bcdictionary.ge

ლექსიკონი, ბრიტანულმა ცენტრმა, ბატონ ჯუანშერ მჭედლიშვილის ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ბაზაზე შექმნა. გვესაუბრება ბრიტანული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ჟორდანია:

რამ განაპირობა ახალი ონლაინ ლექსიკონის შექმნა და რა უპირატესობები აქვს მას უკვე არსებულ ონლაინ ლექსიკონებთან მიმართებით?

როგორც მოგეხსენებათ, ბრიტანული ცენტრი წარმოადგენს ინგლისური ენის სკოლათა ყველაზე დიდ ქსელს საქართველოში. ჩვენ, მუდმივად ვვითარდებით და ვცდილობთ მომხმარებლებს შევთავაზოთ კომპლექსური მომსახურება ინგლისური ენის სფეროში.

გარდა აღნიშნული სერვისებისა, ჩვენ, უკვე 15 წელია, აქტიურად ვეწევით საქართველოში ინგლისური ენის შესწავლის პოპულარიზაციას, რასაც ვახორციელებთ სხვადასხვა საქველმოქმედო თუ არაკომერციული პროექტების სახით. უფასო ონლაინ ლექსიკონის შექმნის იდეაც აქედან წარმოიშვა.

დღესდღეობით, არსებულ ლექსიკონებს შორის, ბატონ ჯუანშერ მჭედლიშვილის ინგლისურ-ქართული ლექსიკონი გახლავთ ყველაზე სრული ლექსიკონი, რომელიც 67 ათასამდე სიტყვასა და გამოთქმას შეიცავს. ასევე, ლექსიკონის უნიკალურობა მისი უპირატესად სასწავლო მიზნებისთვის მისადაგებაშია. სწორედ ამიტომ, ონლაინ ლექსიკონის შექმნისას, არჩევანი აღნიშნული ლექსიკონის ბაზაზე გავაკეთეთ. აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ბატონი ჯუანშერის ოჯახის წევრებს ქ-ნ ივეტა გოცირიძესა და ბ-ნ დავით მჭედლიშვილს, რომლებმაც ლექსიკონის გამოყენების და ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომობის უფლება მოგვცეს, რაც მომხმარებელს ენის სრულყოფილად ათვისებასა და გამოყენებაში დაეხმარება.

ონლაინ ლექსიკონი სატესტო რეჟიმში გავუშვით და უკვე საკმაოდ დადებითი უკუკავშირი მივიღეთ. ჯერ დასახვეწი კიდევ ბევრია, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღეთ იქედან გამომდინარე, რომ გვსურდა, თავად მომხმარებლები ჩართულიყვნენ ამ პროცესში და სწორედ მათგან წამოსული შენიშვნების, მოთხოვნების და რეკომენდაციების საფუძველზე განვავითაროთ აღნიშნული პროდუქტი. როგორც მოგახსენეთ, ამ ეტაპზე, მხოლოდ ინგლისურ-ქართული თარგმანის ვერსია მუშაობს, თუმცა მალე ქართულ-ინგლისური თარგმანის ფუნქციაც დაემატება, ასევე, მუდმივ რეჟიმში მიმდნარეობს ბაზების რედაქტირება. მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე, ვებ-გვერდის სრულად დახვეწის შემდეგ, ვგეგმავთ მობილური აპლიკაციის შექმნასაც.

ონლაინ ლექსიკონის იხილეთ ბმულზე: www.bcdictionary.ge

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის