დავით ქაცარავას ინფორმაციით, ტატუნაშვილის მკვლელობის ორგანიზატორის პირადი მცველი თბილისში მკურნალობს

დავით ქაცარავას ინფორმაციით, ტატუნაშვილის მკვლელობის ორგანიზატორის პირადი მცველი თბილისში მკურნალობს

სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებლის დავით ქაცარავას ინფორმაციით, თბილისში კლინიკაში მკურნალობს არჩილ ტატუნაშვილის წამების ორგანიზატორის ხაჩიროვის პირადი მცველი ასლან ჯიოევი, რომელიც ავარიის შემდგომ გადმოიყვანეს თბილისში. ამის შესახებ ქაცარავა ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

"ასლან ჯიოევი, ომონელი (ფილიპ ხაჩიროვის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ორგანიზატორის პირადი მცველი, ახალგორის დე ფაქტო მილიციის უფროსის ნათესავი) იმყოფება ღუდუშაურის კლინიკაში. იგი კლინიკაში გადმოიყვანეს 7 ივნისს ცხინვალიდან. როგორც ირკვევა, ჯიოევი კატასტროფის ცენტრის მანქანამ გადმოიყვანა თბილისში ავტოავარიის შემდეგ. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯიოევი თურმე რიგითი ოსი მოქალაქეა. ოს, რიგით მოქალაქეებს, რომლებიც ხვდებიან თბილისის საავადმყოფოებში, ცოცხალი ჯარი არ იცავს. ასევე არსებობს საშიშროება, რომ შესაძლოა ჯიოევის საქმე გააქრონ - მოხვალთ, იკითხავთ ჯიოევს და სისტემაში ჯიოევი აღარ იქნება. სანდო წყაროები გვამცნობენ, რომ ჯიოევი უშუალოდ მონაწილეობას იღებდა ქართველი ტყვეების წამებაში. კითხვები თქვენთვის მომინდვია" - წერს ქაცარავა.

კიდევ ერთ პოსტში, რომელიც "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელმა ფეისბუქის პირად გვერდზე გაავრცელა, ვკითხულობთ, რომ შესაძლოა, ჯიოევს გააჩნდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით:

"მე გამაჩნია უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ასლან ჯიოევი შეყვანილია კლინიკაში 7 ივნისს და 9 ივნისის დილის 6 საათზე ჯერ კიდევ იმყოფებოდა კლინიკაში. მე ამ მტკიცებულებას წარმოვადგენ იმ შემთხვევაში, თუ უცებ აღმოჩნდება რომ პაციენტი ჯიოევი არც არასოდეს ყოფილა მოთავსებული ღუდუშაურის კლინიკაში! ასევე დარწმუნებული ვარ, ჯიოევს გააჩნია უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. საინტერესო იქნებოდა მისი „გამოკითხვა“ როგორც მინიმუმ... და ერთიც - რატომ არ სარგებლობს საოკუპაციო ზონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა იმავე სამედიცინო მომსახურებით, როგორიც აქვს ოს მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიიდან?" - წერს დავით ქაცარავა.

ჯერჯერობით დაუდასტურებელია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომელსაც დავით ქაცარავა ავრცელებს. AMBEBI.GE ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას შესაბამის უწყებებთან და უახლოეს მომავალში ახალ ინფორმაციას მოგაწვდით.

"ნაციონალებმა" კონცერტი ჩამიშალეს... არ მჯერა რომ ეს მე გადამხდა" - რატომ ჩამოვიდა იტალიიდან გულდაწყვეტილი თემურ თათარაშვილი

"23 თებერვალს, ჩემი შვილის გარდაცვალების დღეს, ამ ადგილას მივალ..." - რა ოცნება აისრულა მაია ასათიანმა და რატომ წავიდა კუნძულ ბალიზე მარტო

იუბილარი ბიძინა ივანიშვილი და რაგბის აღშფოთებული ქომაგები - რა ხდებოდა Facebook-ში მას შემდეგ, რაც Georgian Rugby-ის გვერდზე მილოცვა გამოქვეყნდა