მოსკოვის გამზირზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა შეფერხებულია

მოსკოვის გამზირზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა შეფერხებულია

მოსკოვის გამზირზე, ვარკეთილის ხიდებამდე ძლიერი საცობია. გზის აღნიშნული მონაკვეთის გავლას ავტომობილები მინიმუმ 30-40 წუთს ანდომებენ. მძღოლების ინფორმაციით, საცობი კახეთის გზატკეცილზე ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა გამოიწვია. მოსკოვის გამზირიდან დაკეტილია ვარკეთილის ასასვლელიც, რაც ავტომობილებს დამატებით სირთულეს უქმნის. საცობია ასევე ორთაჭალის ჰესიდან იუსტიციის სახლამდეც, რაც სავარაუდოდ, გადატვირთულ მოძრაობას და რუსთაველის გამზირის ნაწილობრივ გადაკეტვას უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, N1 საჯარო სკოლიდან 9 აპრილის ქუჩის და რუსთაველის გამზრის კვეთამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა დაკეტილია, შესაბამისად ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებებით: შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები ისარგებლებენ ჭიჭინაძის ქუჩით (N 1 საჯარო სკოლასთან), ძმები ზუბალაშვილების ქუჩის გავლით და 9 აპრილის ქუჩით დაბრუნდებიან რუსთაველის გამზირზე. ასევე, რუსთაველის გამზირიდან (N1 საჯარო სკოლასთან) მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები ჩავლენ ჯორჯაძის ქუჩაზე, საიდანაც თაბუკაშვილის ქუჩის გავლით გააგრძელებენ მოძრაობას, ხოლო თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები რუსთაველის გამზრიდან (კინოთტრ „რუსთაველთან“) ჩავლენ ანტონ ფურცელაძის ქუჩაზე და მოძრაობას თაბუკაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ, საიდანაც ჭანტურიას ქუჩის გავლით ავტომანქანების ნაკადი მოხვდება რუსთაველის გამზირზე და გააგრძელებს მოძრაობას პირველი რესპუბლიკის (ყოფილი ვარდების) მოედნის მიმართულებით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი