ძლიერი წვიმა თბილისში - დატბორილია "ახმეტელის მეტროს" შესასვლელი

ძლიერი წვიმა თბილისში - დატბორილია "ახმეტელის მეტროს" შესასვლელი

ძლიერი წვიმის შედეგად გლდანის რაიონში პრობლემები შეიქმნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის დატბორილია "ახმეტელის მეტროს" შესასვლელი. მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.

გლდანის რაიონში ასევე დაფიქსირდა კიდევ ერთი გამოძახება საცხოვრებელ კორპუსში, რომლის სარდაფიც დაიტბორა და სამაშველო სამსახურმა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები განახორციელა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, რომ გზის საავტომობილო მონაკვეთზე მომატებულია წყლის დონეა, რის გამოც, ავტომობილები შეფერხებით მოძრაობენ. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით უამინდობასთან დაკავშირებით სხვა გამოძახებები არ ფიქსირდება.

ასევე სოციალურ ქსელში ვრცელდება თბილისის სხვადასხვა უბნებში გადაღებული კადრები, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი ქუჩები ჩანს.

ნახეთ ვიდეო: ნიაღვარი დიღომში - სოციალურ ქსელში კადრები ვრცელდება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი