ახალი აღმოჩენა მარნეულში, რომელიც უძველეს მეღვინეობასა და მევენახეობაზე დამატებით ინფორმაციას გვაწვდის

ახალი აღმოჩენა მარნეულში, რომელიც უძველეს მეღვინეობასა და მევენახეობაზე დამატებით ინფორმაციას გვაწვდის

ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან თემურ აბაზოვთან ერთად, იმირის არქეოლოგიურ ძეგლზე გასვლითი შეხვედრა გამართა, სადაც პირადად გაეცნენ მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს.

არქეოლოგიურ ძეგლზე ასევე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, არქეოლოგიური ჯგუფის წევრები და თემით დაინტერესებული პირები.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებმა, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა კვლევის შედეგად ღვინის კიდევ ერთი ჭურჭელი და სხვა ნივთები აღმოაჩინეს.

როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე ძეგლზე შესრულებული სამუშაოები მეტად მნიშვნელოვანია, რადგან იგი დამატებით ინფორმაციას მოგვაწვდის უძველესი მეღვინეობის და მევენახეობის ისტორიის შესახებ. ამჟამად სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, 12 ივნისიდან კი დაიწყება მარტივი კონსერვაცია.

„შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ერთობლივი საერთაშორისო პროექტი „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა’’, რომელიც ხელს შეუწყობს მსოფლიოში ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის განვითარებას და პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში საველე-არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს სოფელ იმირის მახლობლად მდებარე უძველეს ( ძვ.წ VI ათასწლეული) ნეოლითის ხანის ნასოფლარზე - გადაჭრილ გორაზე და შულავერის გორაზე და საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქების ვაზის ნაშთების ინტერდისციპლინარული კვლევა.

არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები. მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით იგი ვაზის კულტურულ სახეობას, "vitis vinisfera sativa-ს" მიაკუთვნეს. კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობას ადასტურებს“, - აცხადებენ მარნეულის მერიაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი