რაიონები თბილისში, სადაც ხვალ დენი რამდენიმე საათით გაითიშება

რაიონები თბილისში, სადაც ხვალ დენი რამდენიმე საათით გაითიშება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზედა პლატოს და ხომლელის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუკიანე თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აკაკი გელოვანის და სიხარულიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილსაც. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, 13 ივნისს 13:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 110 აბონენტს დიღომში, დიდ დიღომში, ხატაეთის, ჰუგო ჰუპერტის, ბარონ დე ბაის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:00-დან 18:00 საათამდე 483 აბონენტს ნატახტარში, მისაქციელში და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 16:00 საათამდე 607 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფლებში - წოდორეთი, მსხალდიდი, ზემო ლისი და მიმდებარე ტერიტორიაზე.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი