ParaShoot - სოციალურ თემებზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ParaShoot - სოციალურ თემებზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

კინოთეაეტრ „ამირანში“ მოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონის, - ParaShoot გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მარათონი აშშ-ს საელჩომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიასთან“ თანამშრომლობითა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩაატარა. პროექტის მიზანი კი, სოციალური საკითხების წინ წამოწევა და კინოინდუსტრიაში ახალი სახეების აღმოჩენაა.

ParaShoot-ში მონაწილეობას იღებდა მოყვარული და პროფესიონალი რეჟისორების, სცენარისტებისა და პროდუსერებისგან შემდგარი 20 გუნდი. მათ 72 საათის განმავლობაში დაგეგმეს, გადაიღეს და დაამონტაჯეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები, სოციალურ თემებზე.

დისკრიმინაცია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარება - ეს თემები მონაწილეებს გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) შესთავაზა, ეკოლოგიის თემა კი, - თიბისიმ.

ჟიურიმ გამარჯვებული ფილმები ორ კატეგორიაში შეარჩია: პროფესიონალები და მოყვარულები. პროფესიონალთა კატეგორიაში გაიმარჯვა გუნდმა KC, ფილმით - „Definitions”, რომელიც დისკრიმინაციის თემაზეა გადაღებული. მოყვარულების კატეგორიაში კი, საუკეთესოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების თემაზე გადაღებული ფილმი „როქი“ დასახელდა.

„ძალიან ვღელავდით იმაზე, თუ რა შეფასებას მიიღებდა ჩვენი ფილმი, როდესაც გამარჯვებულად დაგვასახელეს, ძალიან დიდი ემოცია იყო გუნდის თითოეული წევრისათვის. თემების განაწილების დროს, ჩვენს გუნდს შეხვდა თემა -დისკრიმინაცია. მუშაობის პროცესი მიმდინარეობდა 3 დღის განმავლობაში, ეს რა თქმა უნდა, ერთგვარ დაძაბულობას ქმნიდა, თუმცა საბოლოო შედეგით კმაყოფილები დავრჩით. ფილმი ეხება იმას, რომ ადამიანი შეიძლება იყის ყველანაირი და მას ვერ მისცემ დეფინიციას.“ - აღნიშნა ფილმ „Definitions” გუნდის წევრმა, გიორგი აბაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და გაეროს განვითარების პროგრამამ გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს სხვადასხვა პრიზებითა და ფულადი პრემიით, რათა მომავალშიც განაგრძონ სოციალური თემების მხარდაჭერა.

საკუთარი რჩეული ფილმი გამოავლინა თიბისიმაც. გუნდი - Ecofilms ეკოლოგიის თემაზე გადაღებული ფილმისთვის ბანკმა ფულადი პრემიით დააჯილდოვა.

„თიბისიმ სპეციალური ჯილდო დააწესა ეკოლოგიის თემაზე გადაღებული ფილმისთვის, ფილმი „ეშმაკის ბორბალი“ გახდა ჩვენი ფავორიტი. ასევე დავაჯილდოვეთ ამ პროექტის ფარგლებში გადაღებულ ფილმში მონაწილე მსახიობი თიკო კვერნაძე. თიბისიში ვთვლით, რომ ეკოლოგია დღესდღეობით ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ქვეყანაში და ჩვენი კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულებაა გარემოს საკითხები.“ - განმარტა თიბისი ბანკის წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაყაშვილმა.

გამარჯვებულები გამოავლინა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომელიც შედგებოდა: რეჟისორის - ნანა ექვთიმიშვილის, რეჟისორის -თამთა გაბრიჩიძისა და ლივინგსტონის კრეატიული დირექტორის და გიორგი ავალიანისგან.

„ParaShoot- ის ჟიურის წევრობა ძალიან საინტერესო პროცესი იყო, თითოეულმა ჟიურის წევრმა ფილმები ცალ-ცალკე ვნახეთ, შემდგომ კი შევხვდით ერთმანეთს, დავწერეთ ქულები და ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები. საბოლოო ჯამში, ყველას ერთი აზრი გვქონდა, არ გვიკამათია. ზოგადად, ძალიან საინტერესო ფილმები გადაიღეს მონაწილეებმა, დავინახეთ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა. ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი მარათონების ჩატარება, რადგან ეს ახალგაზრდებს მოტივაციას გაუჩენს და ხელს შეუწყობს პროფესიულ განვითარებაში.“ - განაცხადა რეჟისორმა, ნანა ექვთიმიშვილმა.

R

თეკლე ჯანელიძე

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი