რას საქმიანობდა თემურ აბაზოვი სანამ მარნეულის მერი გახდებოდა?

რას საქმიანობდა თემურ აბაზოვი სანამ მარნეულის მერი გახდებოდა?

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, არსებული ინფორმაციით, მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სტუდია "მონიტორმა" ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

საინტერესოა, რას საქმიანობდა თემურ აბაზოვი, სანამ 2017 წლის ოქტომბერში მარნეულის მერი გახდებოდა და რა განათლება აქვს მას?

"ქართული ოცნების" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, თემურ აბაზოვი 1981 წლის 2 დეკემბერს დაიბადა, 2003 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია დაუსწრებლად დაამთავრა. ამავე წელს დაამთავრა თურქეთის რესპუბლიკის უშიშროების მეცნიერებათა აკადემია ქ. ანკარაში.

2004 წელს თემურ აბაზოვი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა ინსპექტორად.

2005 წელს მან მუშაობა სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მესამე განყოფილების ინსპექტორად გააგრძელა. ამავე წელს თემურ აბაზოვი იყო შპს JTI-ში საქართველოს წარმომადგენელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განაგრძეთ კითხვა

"გპირდებით, რომ იქნება ახალი პოლიტიკური ძალა" - ბექა ნაცვლიშვილი საარჩევნო სისტემისა და მმართველი გუნდის ფარული მოტივების შესახებ

LIVE: დავით უსუფაშვილი "ნიუსრუმში"

გიორგი კვირიკაშვილი გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს