მამისთვის ნაჩუქარი 120 000 აშშ დოლარი და 50 000-ლარიანი რემონტი - რა ქონებას ფლობს გიორგი გახარია?

მამისთვის ნაჩუქარი 120 000 აშშ დოლარი და 50 000-ლარიანი რემონტი - რა ქონებას ფლობს გიორგი გახარია?

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2018 წლის 30 მაისს შეავსო.

გიორგი გახარია 1992-1994 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1994-2000 წლებში ის ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა და მიღებული აქვს პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. 2002-2004 წლებში გახარიამ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა უმაღლესი ბიზნეს სკოლა და მიიღო ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი.

რაც შეეხება გახარიას პროფესიულ გამოცდილებას, 2004-2008 წლებში ის იყო SFK Group-ისგენერალური დირექტორი. 2006 წლიდან 2009 წლამდე გახარია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი გახლდათ. 2008 - 2013 წლებში იყო Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში. 2013 წლიდან 2016 წლებში საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, 2014 - 2016 წლებში ეკონომიკური საბჭოს მდივანი, შემდეგ კი ეკონომიკისა და შს მინისტრი.

გიორგი გახარიას ჰყავს მეუღლე, მარიკა ფანცულაია, რომელიც პროფესიით ექიმი - ბაქტერიოლოგია და ერთი ქალიშვილი, 8 წლის ანნა გახარია, რომელიც მოსკოვშია დაბადებული.

2018 წლის 30 მაისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მარიკა ფანცულაია ფლობს მსუბუქ ავტომანქანა TOYOTA RAV4-ს, რომელიც 2016 წელს 22000 აშშ დოლარად შეიძინა.2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გახარიას მითითებული აქვს, რომ იმ მომენტისთვის ფლობდა 76.00 კვ.მ ფართობის ბინას რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ, მოსკოვის ოლქის ქ.ოდინცივში.

მისი მეუღლის მარიკა ფანცულაიას სახელზე კი რეგისტრირებული იყო თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე 395.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. ამავე წლის დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გახარიას მამა ზაურ გახარია თბილისში, ამაღლების ქუჩაზე ფლობდა არასაცხოვრებელ ფართობს, ასევე 2 მიწის ნაკვეთს - სიღნაღის რაიონის სოფელ ხორნაბუჯში (280 000.00 კვ.მ) და სოფელ წავკისში (1600 კვ. მ) განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები