კრისტალმა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ქართული სტარტაპებისთვის მიღებას უმასპინძლა

კრისტალმა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ქართული სტარტაპებისთვის მიღებას უმასპინძლა

ამა წლის 14 ივნისს ლონდონში, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში, კრისტალისა და ფონდი კრისტალის ორგანიზებით გაიმართა მიღება, რომლის მთავარი თემა იყო ბრიტანულ-ქართული თანამშრომლობა ტექნოლოგიების, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში.

ღონისძიების მასპინძელი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ბატონი ფაბიან ჰამილტონი იყო, მხარდამჭერი კი - საქართველოს საელჩო გაერთიანებულ სამეფოში.

ქართველ ახალგაზრდა ინოვატორებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბრიტანეთის თემთა და ლორდთა პალატის წევრებმა, საერთაშორისო ინვესტორებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებმა.

ახალგაზრდა მეწარმეებმა ლონდონში “Startup Grind Europe”-ის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობას. აღნიშნული ვიზიტის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, თბილისში ბრიტანეთის საელჩო და “Startup Grind” წარმომადგენლობა საქართველოში.

მიღებაზე მოხდა ქართული სტარტაპის VREX-ის მიერ ტურისტულ თემაზე შექმნილი ვირტუალური რეალობის უნიკალური აპლიკაციის დემონსტრირება.

საქმიანი ურთიერთობების გარდა, კრისტალი ხელს უწყობს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის კულტურული კავშირების გაღრმავებას. მიღებაზე ქართულ ხალხური სიმღერები ქალაქ ბრისტოლის ქართულმა ეროვნულმა სიმღერათა გუნდმა შეასრულა.

კრისტალის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ აღნიშნა: „გვიხარია, რომ ქართველ ახალგაზრდა მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარი ბიზნეს-მოდელები გააცნონ დაინტერესებულ ინვესტორებს, მიიღონ ცოდნა და გამოცდილება. მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებით ბრიტანეთის საზოგადოება უკეთესად გაიცნობს საქართველოს არა მხოლოდ როგორც თავისი კულტურითა და ისტორიით გამორჩეულ ერს, არამედ როგორც მკაფიო მომავლის მქონე, მზარდ და თანამედროვე ეკონომიკას და საზოგადოებას, რომელსაც გლობალურ დონეზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში საკუთარი განაცხადის გაკეთება შეუძლია“.

ს.ს.მისოკრისტალი ერთ-ერთი წამყვანი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება 77,000-მდე მიკრო-მეწარმესა და მცირე ფერმერს. კომპანიას გააჩნია 60 ფილიალისგან შემდგარი რეგიონალური ქსელი, რომელშიც დასაქმებულია 950-ზე მეტი კვლიფიციური თანამშრომელი. კრისტალი ამჟამად განაგებს 250 მილიონ ლარზე მეტ საკრედიტო პორტფელს. დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს:https://www.crystal.ge/

ფონდი კრისტალის მისიაა ფინანსური განათლების დონისა და ფინანსური მომსახურების სტანდარტების ამაღლება და სოციალური ინვესტიციების განხორციელება. ფონდი კრისტალი მხარს უჭერს სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას, საკუთრების უფლებების დაცვას, ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებას, ახალგაზრდებში მეწარმეობის განვითარებას, საგზაო უსაფრთხოებასა და მშვიდობის მშენებლობას საქართველოში. დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ვებ-გვერდს:www.crystalfund.ge

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის