რომელ ქვეყნებს ირჩევენ ქართველები შვებულების გასატარებლად

რომელ ქვეყნებს ირჩევენ ქართველები შვებულების გასატარებლად

შვებულებისა და დასვენების სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. საქართველოს ფარგლებს გარეთ დასვენების მსურველთა რიცხვი კი ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რომელ მიმართულებებს ირჩევენ ქართველი ტურისტები სამოგზაუროდ ევროპაში და რომელი ქვეყნებია ყველაზე მოთხოვნადი.

ტურისტული სააგენტო starttravel-ის ხელმძღვანელი თათია სუხიტაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დღეს ყველაზე პოპულარულია ევროპის მიმართულებები. ერთი ადამიანი კი საზღვაო ტურებზე საშუალოდ 1800 ლარამდე ხარჯავს.

„პოპულარულობას ინარჩუნებს - იტალია, საფრანგეთი, გერმანია ჩეხეთი, უნგრეთი, ავსტრია. თუმცა ბოლო პერიოდში ქუთაისიდან რაც პირდაპირი რეისები დაემატა, კვიპროსი და ესპანეთის მიმართულებები გააქტიურდა. საზღვაო ტურებისთვის თურქეთი და ეგვიპტე სტანდარტულად მოთხოვნადია. ასევე ესპანეთის, კვიპროსის და იტალიის მიმართულებები.

მომხმარებლები ხშირ შემთხვევაში ფასისა და ხარისხის თანხვედრას ითხოვენ. ასევე აქტუალური გახდა სანახაოებრივი და საზღვაო ტურის კომბინაცია, მაგალითად, ბარსელონას კომბინაცია კოსტა ბრავასთან. საზღვაო ტურებზე ერთი ადამიანი საშუალოდ 1500-1800 ლარის ფარგლებში ხარჯავს. ტროპიკული მიმართულებით ხარჯი მეტია.

რაც შეეხება პოპულარულ ტროპიკულ მიმართულებებს, ესენია ძირითადად ტაილადი, ბალი და მალდივებიც. თუმცა ახლა წვიმების სეზონია და მოთხოვნა ოქტომბრიდან აქტიურდება,“ - განაცხადა სუხიტაშვილმა. განაგრძეთ კითხვა

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - უახლესი მონაცემები

"ვახტანგ კიკაბიძეს პირდაპირ ქუჩაში ვუთხარი: არაკაცი ხარ-მეთქი" - ნათელა მაჭავარიანი შვილის დახვრეტასა და ცხოვრების ერთადერთ სურვილზე

რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა