განიხილება თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატად მაია ცქიტიშვილი? - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის პასუხი მედიას

განიხილება თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატად მაია ცქიტიშვილი? - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის პასუხი მედიას

ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. დაიწყო თუ არა "ქართულ ოცნებაში" საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობა, უკვე აქტუალური საკითხია, თუმცა პარტიის წევრები კონსულტაციების დაწყებას ჯერ არ ადასტურებენ.

"ჯერჯერობით კონკრეტული საპრეზიდენტო კანდიდატი გამოკვეთილი არ არის" - ამის შესახებ მედიას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, არის თუ არა საუბარი მაია ცქიტიშვილის კანდიდატურაზე. კობახიძის თქმით, მთავრობის ფორმირების დასრულდების შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით მსჯელობა დაიწყება.

"ჯერჯერობით დაკავებული ვართ მთავრობის ფორმირებით და როგორც კი დასრულდება მთავრობის ფორმირება, ალბათ განახლდება კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, არ არის გამოკვეთილი კონკრეტული კანდიდატი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავრობის ფორმირება დასრულდება და ამის შემდეგ განვაახლებთ კონსულტაციებს საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით" - განაცხადა კობახიძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "საპრეზიდენტი კანდიდატთან დაკავშირებით ჯერ მსჯელობა არ ყოფილა". კალაძის თქმით, ხელისუფლებამ ჯერ მთავრობა უნდა დაამტკიცოს, ამის შემდეგ დაიწყება მსჯელობა საპრეზიდენტო კანდიდატზეც.

"ჯერ მთავრობა დავამტკიცოთ და შემდეგ უკვე დავიწყებთ, ასევე საპრეზიდენტო კანდიდატზე. საპრეზიდენტო კანდიდატურაზე დრო არის ჯერ და უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება, თუ ვინ იქნება ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატი. ჯერ მსჯელობა არ ყოფილა", - აღნიშნა კალაძემ.

16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით ჩერდება

პრემიერის დავალებით შექმნილ სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფს მაია ცქიტიშვილი უხელმძღვანელებს

ინფორმაცია ევროპის იმ ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთის, საიდანაც საერთაშორისო ავიახაზებმა პირდაპირი ფრენები შეწყვიტეს