თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის 83 ფიზიკური და 10 იურიდიული პირი დაჯარიმდა - ნახეთ, სად გამოვლინდა ყველაზე მეტი სამართალდარღვევა

თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის 83 ფიზიკური და 10 იურიდიული პირი დაჯარიმდა - ნახეთ, სად გამოვლინდა ყველაზე მეტი სამართალდარღვევა

2018 წლის 1-ელი მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის საპატრულო პოლიციამ 110 სამართალდარღვევაზე მოახდინა რეაგირება. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171 მუხლით 93 ფიზიკური და 17 სამართალდარღვევისთვის 10 იურიდიული პირი დაჯარიმდა.

ყველაზე მეტი სამართალდამრღვევი იმერეთში გამოვლინდა. კერძოდ, სამართალდამცველებმა იმერეთში 7 ივნისის ჩათვლით თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის 68 ფიზიკური პირი დააჯარიმეს. 15 ფიზიკური პირი დაჯარიმდა სამცხე-ჯავახეთში, 4 ფიზიკური და 6 იურიდიული პირი დააჯარიმეს ქვემო ქართლში, 1 ფიზიკური და 4 იურიდიული პირი შიდა ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში კი თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის თითო-თითო ადამიანი დააჯარიმეს.

რაც შეეხება თბილისს, მაისში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1711მუხლის დარღვევისთვის მხოლოდ ერთი პირი დაჯარიმდა. თუმცა 1-დან 7 ივნისის პერიოდში სამართალდამცველებმა თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის 2 პირი დააჯარიმეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი