უნდა ატაროს თუ არა ბავშვმა ზაფხულში ქუდი და როგორ უნდა იკვებოს ცხელ სეზონზე - პედიატრის საჭირო რჩევები

უნდა ატაროს თუ არა ბავშვმა ზაფხულში ქუდი და როგორ უნდა იკვებოს ცხელ სეზონზე - პედიატრის საჭირო რჩევები

ზაფხულობით ხშირად დედები და ბავშვები ისე ერთობიან დასვენებით, რომ ავიწყდებათ ელემენტარული წესები, მაგალითად, ქუდის ტარება ან სათანადო რაოდენობით სითხის მიღება. შეგახსენებთ რამდენიმე მნიშვნელოვან წესს, რომელთა დაცვაც აუცილებელია ზაფხულის სეზონზე.

1) 40°C-მდე სიცხეში დიდი შეცდომაა, რომ საბავშვო ეტლს სინთეზური ნაჭერი გადააფაროთ, ან ის, რომ ბავშვს მუდმივად ეკეთოს პამპერსი. ეტლში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე გარემოში. ბავშვს კი არ აქვს დარეგულირებული თერმორეგულაცია. ამიტომ უმჯობესია, ეტლს გადააფაროთ ჩითის ან პირსახოცის ნაჭერი.

2) ბავშვებსაც და მოზრდილებსაც საჭიროა, ეხუროთ მსუბუქი ქუდი ან თაფარი. ვიტამინი D უკეთაითვისება მზისგან დამცავი კრემის წასმის გარეშე. ამასთან, ზაფხულში ეს ვიტამინი შეიძლება გამომუშავდეს ჩრდილიან ამინდშიც. არ გაიყვანოთ ბავშვები ქუჩაში 11:00-დან 16:00 საათამდე.

3) საჭიროა ფეხზე გვეცვას სანდალი, რაც აძლევს ფეხს სუნთქვის საშუალებას. კედებისა და სხვა დახურული ფეხსაცმლის ჩაცმა გრილი ამინდებისთვის გადავდოთ.

4) ბავშვების გასეირნება მიზანშეწონილი და სასიამოვნოა დილით ადრე ან საღამოს, როცა გარემოს ტემპერატურა დაიკლებს. ხშირად დაბანეთ ბავშვები, მოზრდილებს კი მიეცით საშუალება, ფეხშიშველებმა ირბინონ.

5) ველოსიპედით სეირნობისას დაახურეთ ბავშვს ჩაფხუტი.

- აუზზე ბანაობისას აუცილებელია ბავშვს თვალყური ადევნოთ...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი