გახოკიძის ქუჩაზე გზის სარემონტო სამუშაოებისას ორმო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა

გახოკიძის ქუჩაზე გზის სარემონტო სამუშაოებისას ორმო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა

საბურთალოს რაიონში, აკაკი გახოკიძის ქუჩაზე გზის სარემონტო სამუშაოებისას მუშა დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მუშას წყლის მილი გაყავდა, რა დროსაც ორმო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა.

დაშავებული მუშის ამოყვანას მაშველები ამ წუთებში ცდილობენ. ორმოში, სადაც მუშაა მოყოლილი, წყალია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მუშას წყლის მილი გაყავდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი