სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „გავაზის საუკეთესო ვენახები“ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე აღიარება მოიპოვა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „გავაზის საუკეთესო ვენახები“ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე აღიარება მოიპოვა.

„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „გავაზის საუკეთესო ვენახები“ თბილისში, ღვინის მე-10 საერთაშორისო კონკურსში “International Wine Competition 2018” მიიღო მონაწილება. კონკურსზე წარდგენილი იყო კოოპერატივის პირველი მოსავლიდან დამზადებული ღვინის 3 ნიმუში. ღვინო - საფერავი და კახური, ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა, ხოლო რქაწითელი - ბრინჯაოს.

კონკურსზე 60-მდე კომპანიისა და საოჯახო მარნის ღვინის 250 ნიმუში იყო წარდგენილი. გამარჯვებული ღვინო 8 კატეგორიაში გამოვლინდა.კონკურსის ჟიურიში ქართველ ენოლოგებთან - გიორგი დაქიშვილი, მიშა მესხი და ლევან მეხუზლასთან ერთად მოწვეული იყვნენ ღვინის მაგისტრები: ტიმ ატკინი (დიდი ბრიტანეთი), იზა ბაალი (თურქეთი), სარა ებოტი ( დიდი ბრიტანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ფუნიე ვოლკერი (ჩინეთი).

აღნიშნული კონკურსი „ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის - WinExpo Georgia 2018“-ის ფარგლებში გაიმართა. „WinExpo Georgia“-კომპანია „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით იმართება, ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტო.

„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა 2017 წელს პირველად განხორცილდა და მის ფარგლებში კახეთის რეგიონში ყურძნის გადამამუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო გაიხსნა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი