საბავშვო ძეხვი საბავშვო შეფუთვით - ეს ”მინია”

საბავშვო ძეხვი საბავშვო შეფუთვით - ეს ”მინია”

ბავშვების უსაყვარლესი ხორცპროდუქტი ძეხვი განსაკუთრებული რეცეპტითა და გამორჩეული შეფუთვით - ეს ”ნიკორას” ახალი პროდუქტი ”მინია”. ქათმისა და საქონლის ძეხვი სპეციალური რეცეპტითა და მხიარული, საბავშვო შეფუთვით უკვე გამოჩნდა მაღაზიის დახლებზე. ეს არის შემთხვევა, როცა საწარმომ საბავშვო პროდუქტის შექმნაზე განსაკუთრებულად იმუშავა და შეიქმნა ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტი შეფუთვით, რომელიც ძეხვს მათთვის ორმაგად სასურველს ხდის.

რატომ შეიქმნა ”მინი” და რა განასხვავებს მას სხვა ძეხვეულისგან? - ამ და ”მინისთან” დაკავშირებული სხვა კითხვებით ”ნიკორას” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, ანა კოშაძეს მივმართეთ.

- ბოლო პერიოდში „ნიკორას“ ახალი პროდუქტი „მინი“ გამოჩნდა. რა პროდუქტია „მინი“ და რატომ გადაწყვიტეთ მისი შექმნა?

- „მინი“ საქონლის და ქათმის "ნიკორას" ახალი პროდუქტია. კომპანიაში ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე მუშაობა უწყვეტი შემოქმედებითი პროცესია. ვცდილობთ, მეტი არჩევანი შევთავაზოთ მომხმარებელს. ბაზარი ითხოვდა პროდუქტს, რომელიც ბავშვების გემოვნებაზე იქნებოდა მორგებული. ამიტომ გადაწყდა საბავშვო პროდუქციის შექმნა, რომელშიც მაქსიმალურად გავითვალისწინეთ პატარა მომხმარებლების გემოვნება. შედეგმაც არ დააყოვნა და „მინი“, საქონლის და ქათმის, პატარებმა მშობლებთან ერთად მოიწონეს და შეიყვარეს.

- როგორი ნედლეულით მზადდება „მინი“ საქონლის და ქათმის?

- პროდუქცია უმაღლესი ხარისხის, ნაკლებად ცხიმიანი ნედლეულით მზადდება. არ შეიცავს ღორის ხორცს, გამოყენებულია სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი ავსტრიული კომბინირებული სანელებლები. ორივე პროდუქტი გამოირჩევა განსაკუთრებული ნაზი გემოთი და საინტერესო შეფუთვით. დიზაინსა და გემოს დახვეწაზე ჩვენი ტექნოლოგები და დიზაინერები დიდხანს მუშაობდნენ და შედეგსაც მიაღწიეს.„მინი“ ასევე პოპულარული და რეკომენდებულია მოზრდილებშიც. განსაკუთრებით, დიეტური კვების დროს, რადგან როგორც აღვნიშნეთ, პროდუქტი არ შეიცავს ღორის ხორცს.

- „მინი“ მართლაც გამორჩეულია თავისი ვიზუალით. ”მინის” გმირებს სახელებიც ხომ არ შეარქვეს ბავშვებმა?

- „მინის“ გმირები ბავშვებს ისე მოეწონათ, რომ 1-ელ ივნისს, პერსონაჟების ვიზუალით დაბრენდილი სასაჩუქრე ნაკრები გადავეცით პატარებს. „მინის“ პერსონაჟებისთვის სახელები არ შეგვირჩევია, მაგრამ შეიძლება გავითვალისწინოთ და თავად ბავშვებმა მოუფიქრონ რაიმე.

- სად შეიძლება „მინის“ ძეხვის შეძენა?

- „მინის“ საქონლის და ქათმის ძეხვი, როგორც „ნიკორას“ ყველა მარკეტში, ასევე სხვა ქსელურ მარკეტებშია ხელმისაწვდომი.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის