რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თბილისი-ბათუმი, ზუგდიდი-თბილისი და ფოთი-თბილისის მატარებლების მოძრაობა შეფერხდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თბილისი-ბათუმი, ზუგდიდი-თბილისი და ფოთი-თბილისის მატარებლების მოძრაობა შეფერხდა

"საქართველოს რკინიგზის" განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზესტაფონის სარკინიგზო უბანზე გაითიშა მაღალი ძაბვა. როგორც "საქართველოს რკინიგზაში" განმარტავენ, ამის გამო მატარებლების #804 თბილისი-ბათუმი, #869 ზუგდიდი-თბილისი და #871 ფოთი-თბილისი მოძრაობა შეფერხდა.

"მიმდინარეობს აქტიური მუშაობა "ენერგოპროსთან", პრობლემის მოსაგვარებლად, რათა დროულად აღდგეს ელექტოენერგიის მოწოდება და მატარებლების მოძრაობა. "საქართველოს რკინიგზა" ბოდიშს უხდის მგზავრებს შეფერხების გამო", - აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი