უცნობი ფაქტები ყველაზე ცნობილი მწერლის ცხოვრებიდან ანუ ვინ იყო უილიამ შექსპირი სინამდვილეში?

უცნობი ფაქტები ყველაზე ცნობილი მწერლის ცხოვრებიდან ანუ ვინ იყო უილიამ შექსპირი სინამდვილეში?

უილიამ შექსპირი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი შემოქმედია მსოფლიოს ლიტერატურაში, რომლის ნაწარმოებებსაც ძალიან დიდი პოპულარობა ხვდათ წილად და ნათარგმნია თითქმის ყველა ენაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ნაწარმოებების უდიდესი ნაწილი საკმაოდ ადვილად ხელმისაწვდომია დაინტერესებული მკითხველისთვის, თუმცა ამას თავად ავტორზე ვერ ვიტყვით. არსებობს მრავალი კონსპირაციის თეორია, რომ უილიამ შექსპირი მხოლოდ ფსევდონიმია და მის მიღმა რომელიმე ძალიან განათლებული მაღალი წრის წარმომადგენელი იმალებოდა, რომელსაც არ სურდა მსგავსი ტიპის ხელოვნებასთან პირდაპირ ყოფილიყო დაკავშირებული.

იმის მიუხედავად, რომ ამდენი საუკუნის შემდეგ სიმართლისა და მოგონილი ფაქტების გარკვევა უკვე ძალიან რთულია, მაინც მოიძებნება ფაქტები, რომლებიც მწერალზე საინტერესო ინფორმაციის გაგებაში გვეხმარება:

1. არსებობს მოსაზრება, რომ 18 წლის იულიამს მოუწია ქორწინება ენ ჰეთევეისთან, რომელიც მასზე 8 წლით უფროსი და ამავდროულად კაცისგან ფეხმძიმედ იყო.

2. იმის მიუხედავად, რომ შექსპირის შემოქმედების არეალი მხოლოდ ინგლისით არ შემოიფარგლება და ევროპის მრავალ ქვეყანაში ვითარდება სცენარი, სავარაუდოდ, შექსპირი არასდროს გაცდენია მშობლიური ქვეყნის საზღვრებს.

3. საკმაოდ უცნაურია დადასტურებული ფაქტი, რომ შექსპირის შვილებმა წერა–კითხვა არ იცოდნენ. ასეთი დონის დრამატურგი აუცილებლად მისცემდა ელემენტარულ განათლებას შვილებს. ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვეშ მწერლის რეალურ ვინაობას.

4. შექსპირის პერიოდის უამრავი ბარათი ან წერილია შემონახული, რომლებსაც ადამიანები იწერდნენ თუ ვინმე ცნობილს შეხვდებოდნენ ქუჩაში. უნდა აღინიშნოს, რომ მილიონი ასეთი ჩანაწერიდან არცერთში არ არის შექსპირი ნახსენები.

მათთვის, ვისაც უილიამ შექსპირზე მეტის გაგება სურს, მიხეილ ანთაძის ავტორობით, გამომცემლობა პალიტრა L-მა ძალიან საინტერესო ბიოგრაფიული წიგნი დაამზადა, რომელიც ხელმისაწვდომია პროექტი „50 პერსონა – მათ შექმნეს ისტორია“ ფარგლებში.

„სიმართლე გითხრათ, როდესაც გამომცემლობა პალიტრა L-მა შემომთავაზა ბიოგრაფიული რომანის შექსპირზე დაწერა, დავთანხმდი, რადგან აქამდეც მქონია მასზე წერის გამოცდილება. წიგნი ძირითადად კაცის ბიოგრაფიას და ცხოვრებას ეხება, რომლის განუყოფელი ნაწილიც უშუალოდ შემოქმედებაა და არც ამისთვის ამიქცევია გვერდი. ზოგადად, პროქტი „50 პერსონა – მათ შექმნეს ისტორია“ ძალიან საინტერესოა, რადგან ადამიანებს იმ აუცილებელ კულტურულ ინფორმაციას აწვდის, რომელიც ძალიან აუცილებელია. არ შეიძლება ცხოვრობდე ოცდამეერთე საუკუნეში და არ იცოდე შენამდე ვინ იყო და ვინ არა, ამიტომ დავთანხმდი შექსპირის შესახებ ასეთი მნიშვნელოვანი წიგნის დაწერას.“ – აღნიშნა მიხეილ ანთაძემ.

წიგნი ივნისის დასაწყისში გამოვიდა ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად და იგი წიგნის მაღაზიებსა და პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში ხელმისაწვდომია. წიგნის სპეციალური ფასი 5 ლარია, ხოლო ჟურნალთან ერთად მისი შეძენა 8 ლარად არის შესაძლებელი.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს