გაყინული ხორცის სასარგებლო თვისებები- ის რაც აქამდე არ იცოდით

გაყინული ხორცის სასარგებლო თვისებები- ის რაც აქამდე არ იცოდით

გაყინული ხორცი - ამ საკითხის მიმართ ბევრი მითქმა-მოთქმაა. ერთი მხარე ამტკიცებს, რომ გაყინულ და გაუყინავ ხორცს შორის არავითარი სხვაობა არაა. მეორე კი მუდმივად ნედლი ხორცის მოხმარების მომხრეა. საინტერესოა, რა ხდება რეალურად, რა არის გაყინული ხორცის ბენეფიტები?

  • გაყინული ხორცის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ესაა საკვები, რომელიც მუდმივად ინახება, -18 გრადუს ტემპერატურაზე არის ყოველთვის უსაფრთხო. ზოგადად, გაყინვა ანელებს მოლეკულების მოძრაობას, რაც ხელს უწყობს მიკრობების გაუვნებელყოფას. ასევე, გაყინვა ხელს უშლის მიკროორგანიზმების ზრდას, რაც იწვევს საკვების გაფუჭებას და დაავადებას. შედეგად, გაყინული პროდუქცია გაუფუჭებლად საკმაოდ დიდ ხანს ძლებს.
  • გაყინულმა ხორცმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეგვიქმნას პრობლემები, თუ მას გავალღობთ და ხელახლა გავყინავთ. სხვა შემთხვევაში ახალსა და გაყინულ პროდუქტებს შორის სასარგებლო საკვები ნივთიერებების შემცველობის მხრივ დიდი განსხვავება არ არის. მთავარია, როგორ პირობებში ინახება ისინი.
  • გაყინული ხორცის გაფუჭების ალბათობა ძალიან მცირეა. შეგიძლიათ იყიდოთ და მოამზადოთ მაშინ, როცა დაგჭირდებათ. მაცივარში ყოველთვის გექნებათ პროდუქტი, რომლითაც მოულოდნელ სტუმარს დახვდებით. ნედლი ქათმის ხორცის შენახვა კი ძალიან მცირე დროით არის შესაძლებელი.

  • ეკონომიურობა გაყინული პროდუქტის მთავარი უპირატესობაა. ის ნედლ ხორცთან შედარებით იაფი ღირს, თუმცა მათი კვებითი ღირებულება მნიშვნელოვნად არ განსხვავდება.
  • გაყინულ ხორცს არ სჭირდება გასუფთავება. ნედლად ნაყიდი ქათმის ხორცი უმეტესად არ არის ხოლმე სათანადოდ სუფთა და მას სახლში დამატებით სჭირდება გასუფთავება.
  • ქათმის ყველა ნაწილი ყველას არ უყვარს. დანაწევრებული ნაწილების ნედლად ყიდვა კი მარტივი ნამდვილად არაა. სამაგიეროდ, გაყინული ხორცის თითოეულ ნაწილს იმ რაოდენობით იყიდით, რამდენიც გსურთ.

Black Friday „ტოიოტა ცენტრ თბილისში“

სად დაგხვდებათ 28-29 ნოემბერს Black Friday-ის საუკეთესო ფასდაკლებები?

„შავ პარასეკევს“ ევროინსი • Euroins-ში მანქანის დაზღვევა ნახევარ ფასად იქნება შესაძლებელი!