აჭარაში 23 ივნისს ყველაზე მხიარული ტალღებია მოსალოდნელი - რადიო "პალიტრა" აჭარაში შესვლას აღნიშნავს!

აჭარაში 23 ივნისს ყველაზე მხიარული ტალღებია მოსალოდნელი - რადიო "პალიტრა" აჭარაში შესვლას აღნიშნავს!

ბათუმში 23 ივნისიდან შავი ზღვის გარდა, რადიო ”პალიტრას” ტალღების დაჭერაც შესაძლებელი იქნება. რადიო ახალ რეგიონში ყველაზე ხმაურიან შესვლას აწყობს. წვეულება გემზე, შუა ზღვაში, განსაკუთრებული სტუმრებით, კერძებითა და მუსიკით, გათამაშებასა და უამრავ პრიზთან ერთად - სწორედ ასეთი იქნება რადიო ”პალიტრას” ღონისძიება. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს კახაბერი. მიწვეულ სტუმრებს გაუმასპინძლდება ცნობილი შეფმზარეული ლევან კობიაშვილი, რომელიც სპეციალურად ამ საღამოსთვის ჩამოდის საქართველოში.

რადიო ”პალიტრას” მარკეტინგის მენეჯერის თამთა ასათიანის განმარტებით, ესეთი პომპეზური და გლამურული ღონისძიება დიდი ხანია არ ჩატარებულა. სწორედ ამიტომ გარკვეული დეტალები კვლავ საიდუმლოდ რჩება.

”დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამ საღამოზე დიდი ხანი ილაპარაკებს. წელს ჩვენი რადიო 10 წლის იუბილესაც აღნიშნავს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, აჭარაში შესვლა ასე გრანდიოზულად აგვეღნიშნა. გვინდა, ხმაურიანად შევიდეთ ახალ რეგიონში. ამიტომ დაიგეგმა ღონისძიება გემზე, რომელიც სრულიად არასტანდარტული იქნება,” - განმარტავს თამთა ასათიანი.

20:00 საათისთვის სტუმრები ბათუმში გემზე შეიკრიბებიან, რომელიც მწვანე კონცხისკენ აიღებს გეზს. მწვანე კონცხთან გემი გაჩერდება და იქ გაიმართება პრეზენტაცია, სადაც სტუმრები რადიოს 10 წლიან ისტორიას გაეცნობიან. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს კახაბერი და მისი ჯგუფი, რომელსაც მოგვიანებით დიჯეი შეცვლის. ორგანიზატორებს საღამოს კულინარიული ნაწილიც არ დარჩენიათ უყურადღებოდ და სპეციალურად ამ საღამოსთვის მოიწვიეს ცნობილი შეფმზარეული ლევან კობიაშვილი.

შეფი მოამზადებს ქართულ კერძებს, რომელსაც აჭარული აქცენტები გაყვება თან. ორგანიზატორები მიწვეულ სტუმრებს ჰპირდებიან, რომ ასე ორგინიალურად მომზადებული ქართული კერძები მათ ჯერ არ ექნებათ დაგემოვნებული. საღამოზე იქნება გათამაშება და უამრავი პრიზი. ბოლოს კი გაიჭრება გრანდიოზული ტორტი და იქნება ლამაზი ფოიერვერკი.

წვეულებაზე დაპატიჟებული არიან ცნობილი სახეები, აჭარის წარმომადგენლები, რადიოს თანამშრომლები და იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც რადიოსთან წლებია თანამშრომლობენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი