ნარკოტიკული ინტოკსიკაციის მორიგი შემთხვევა - ალადაშვილის კლინიკაში ძმები შეიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა

ნარკოტიკული ინტოკსიკაციის მორიგი შემთხვევა - ალადაშვილის კლინიკაში ძმები შეიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა

ადვოკატ ლალი აფციაურის ინფორმაციით, ალადაშვილის კლინიკაში სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოკსიკაციით ორი ძმა შეიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორეს, ადვოკატის ინფორმაციით, ის მძიმედაა.

„მე კლინიკაში ვარ. ჩემი მეგობრის სანახავად მოვედი. ცოტა ხნის წინ ატყდა კივილი. რომ ვიკითხე, ექიმებმა მითხრეს, რომ ორი ძმა არის შემოყვანილი ნარკო-კომით. ერთს გული ვერ აუმუშავეს და გარდაიცვალა, მეორე მძიმედაა“ - განაცხადა აფციაურმა.

ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღინიშნება.

იხილეთ ვიდეო: ექიმის კომენტარი კლუბური ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ახალგაზრდის მდგომარეობაზე? - კლინიკაში შეყვანილი ძმებიდან ერთი დაიღუპა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გაბრიელ სალოსის გამზირზე პატრულის თანამშრომელი სამსახურებრივი მანქანით ქვეითს დაეჯახა - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა