ავთანდილ ხურციძის დედა - "სამართალს ვერ მივაღწიეთ. ჩემი შვილი აბსოლუტურად უდანაშაულოა"

ავთანდილ ხურციძის დედა - "სამართალს ვერ მივაღწიეთ. ჩემი შვილი აბსოლუტურად უდანაშაულოა"

საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ჩემი შვილის დასახმარებლად, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამერიკაში დაკავებული ქუთაისელი მოკრივის, მსოფლიო ჩემპიონის, ავთანდილ ხურციძის დედამ, მაყვალა ხურციძემ განუცხადა.

მისი თქმით, ნიუ იორკის სასამართლოს ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება, რომლებმაც მისი შვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, ახლახანს შეატყობინეს.

„მე ადვოკატი არ დამკავშირებია, დაგვირეკავს, ალბათ. ჩვენ იმდენივე ვიცით, რაც პრესაში ქვეყნდება. სამართალს ვერ მივაღწიეთ. ჩემი შვილი აბსოლუტურად უდანაშაულოა, თუმცა არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ნუთუ მთავრობა არ უნდა დაინტერესდეს ამ ამბით? მსოფლიოში ჩვენი ქვეყანა არაერთხელ ასახელა, კარგის მეტი არაფერი გაუკერთებია, თუმცა არავინ მოგვეხმარა. ერთი წელია არც არავის დაურეკავს და ამბავიც არ მოუკითხავთ“, - განაცხადა სპორტსმენის დედამ.

ნიუ-იორკის საოლქო სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

სასჯელის ზომა ამ ეტაპზე უცნობია. მოსამართლე გადაწყვეტილებას 21 სექტემბერს გამოაცხადებს.

საქმეზე კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია იყო, რომელსაც გამოძიება კრიმინალური დაჯგუფების ლიდერად მოიხსენიებდა.

არსებითი განხილვა საქმეზე 5 ივნისს დაიწყო. გამოძიების მტკიცებით, დაჯგუფება, რომელსაც რაჟდენ შულაია ხელმძღვანელობდა და რომლის შემადგენლობაშიც ხურციძეც შედიოდა, არალეგალური ვაჭრობითა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობით იყო დაკავებული. სულ საქმეზე 30-მდე ადამიანია დაკავებული.

39 წლის ხურციძე, რომელსაც კრივში 33 მოგება, ორი ფრე და ორი მარცხი აქვს, ნიუ-იორკში გასული წლის ივლისში, ე.წ. რუსული მაფიის საქმეზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ხურციძეს 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

სროლა დიღომში - არსებული ინფორმაციით, არის დაჭრილი

მომღერალ თიკა მახალდიანის დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

"ბაჩალიაშვილის ლეპტოპი მესამე პირებს ვერ გადაეცემა" - რა განცხადებას ავრცელებს კომპანია "ზეგ"-ი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა