რა მდგომარეობაშია დაუდგენელი ნივთიერებით მოწამლული 23 წლის ბიჭი, რომელიც გუშინ ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს

რა მდგომარეობაშია დაუდგენელი ნივთიერებით მოწამლული 23 წლის ბიჭი, რომელიც გუშინ ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს

ალადაშვილის კლინიკაში დაუდგენელი ნივთიერების შედეგად მოწამლული 23 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ალადაშვილის კლინიკის კრიტიკული მედიცნის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განუცხადა. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა შემოყვანის მომენტიდან არ შეცვლილა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ჩატარდა ყველა წინასწარი გამოკვლევა. პაციენტი შემოყვანილია დაუდგენელი ნივთიერების სუბსტანციის ეფექტით. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება“, – განაცხადა ლევან რატიანმა. მისივე თქმით, თუ რა ნივთიერებით მოხდა მისი მოწამვლა, ამას ტოქსიკოლოგიური ანალიზი სჭირდება, რომლის ჩატარება კლინიკური კვლევისთვის მიუღწევადია.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუკი ცნობილი იქნებოდა რა ნივთიერებით მოხდა ინტოქსიკაცია, იქნებოდა თუ არა მკურნალობა უფრო ეფექტური, რატიანმა განაცხადა, რომ მკურნალობის ტაქტიკა უცვლელი იქნებოდა.

ალადაშვილის კლინიკაში გუშინ, 15:22 საათზე საცხოვრებელი ბინიდან დაუდგენელი ნივთიერების სუბსტანციის ეფექტით ორი ახალგაზრდა, 22 და 23 წლის ძმები გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი უგონო მდგომარეობაში იყო, მეორე კი უკვე გარდაცვლილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი