საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომისთვის იკრიბებიან - განიხილება თუ არა მიტროპოლიტ შიოს პატრიარქის მოსაყდრის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი?

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომისთვის იკრიბებიან - განიხილება თუ არა მიტროპოლიტ შიოს პატრიარქის მოსაყდრის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი?

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომისთვის მღვდელმთავრები იკრიბებიან. სასულიერო პირები განმარტავენ, რომ წინასწარ მათთვის უცნობია, თუ რაზე იქნება სხდომაზე მსჯელობა. შესაბამისად, მათივე თქმით, სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარებს წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდგეგ გააკეთებენ.

მიტროპოლიტ შიოს პატრიარქის მოსაყდრის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არ განიხილება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

მისივე თქმით, მოსაყდრის დასახელება პატრიარქის პრეროგატივაა და მისი ამ თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არანაირად არ დადგება.

„უფრო მეტიც, შესაძლოა, მოსაყდრის უფლებები ამ სხდომაზე პატრიარქის მიერ კიდევ უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა პატრიარქის მდივანმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საკითხი პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტ შიოს დანიშვნის კანონიერება იქნება.

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი