ნათლობაზე მღვდელმა ბავშვს გაარტყა, რადგან ის ტიროდა

ნათლობაზე მღვდელმა ბავშვს გაარტყა, რადგან ის ტიროდა

ნათლობის ცერემონიის დროს მღვდელმა მცირეწლოვან ბავშვს სახეში გაარტყა, რადგან ის ტიროდა, ვიდეოს „დეილი მეილი“ ავრცელებს.

მამაკაცი და ქალი, რომელიც მღვდელთან ერთად ბავშვით ხელში დგანან, ნანახმა გააოგნა და მღვდელს ბავშვი გამოსტაცეს.

ნახეთ ვიდეო : კადრებში ჩანს როგორ გაარტყა მღვდელმა სილა ბავშვს ნათლობის ცერემონიაზე

კადრებში ჩანს, რომ ბავშვი ხელში ქალს, სავარაუდოდ - დედას უჭირავს. მღვდელი კი ემბაზის წინ რიტუალს იწყებს. ბავშვი ვიდეოში ხმამაღლა ტირის, მისი დამშვიდება ვერ შეძლეს, ამიტომ მღვდელმა ხმას აუწია, ბავშვის თავი ხელებით დაიჭირა და სახეში გაარტყა. მცირეწლოვანმა კიდევ უფრო მოუმატა ტირილს, ბავშვის მამამ კი ბავშვი მღვდელს გამოსტაცა.

ცნობილი არ არის, როდის არის კადრები გადაღებული, თუმცა ნათლობის ცერემონია ფრანგულ ენაზე მიმდინარეობს.

აშშ-ის საელჩო საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირებას ეხმიანება - რას წერენ საელჩოს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე

ხაშურელი რაგბის მწვრთნელის საოცარი მინიატურები - "სხვისთვის უბრალო ნივთში, მე შეიძლება სახლის კარი ან ფანჯარა დავინახო..."

რა დაემართა ჩინელ მსახიობს ცხვირის ოპერაციის შემდეგ - "გამიჩნდა ნეკროზი, ცხვირის წვერზე ქსოვილი უბრალოდ მოკვდა" (ფოტოები)