თბილისში 6 თვეში 250-მდე გველი დაიჭირეს - რომელ უბნებში შენიშნეს გიურზები

თბილისში 6 თვეში 250-მდე გველი დაიჭირეს - რომელ უბნებში შენიშნეს გიურზები

მიმდინარე წელს თბილისის ტერიტორიაზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 244 გველი დაიჭირა. როგორც სააგენტოში განმარტავენ, გასული თვეების განმავლობაში ყველაზე მეტი, 140 გველი მაისში დაიჭირეს და ზოგადად, ქვეწარმავლების რაოდენობა მაისსა და ივნისში იმატებს, ივლისიდან კი იკლებს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგის, შოთა ზანდუკელის ინფორმაციით, ქალაქის თითქმის ყველა უბანში თითქმის ერთიდაიგივე რაოდენობის გამოძახებები ფიქსირდება, თუმცა ქვეწარმავლების გამოჩენა ძირითადად, მაინც გარეუბნებში ხდება.

"განსხვავება იმ კუთხით არის რომ ზოგან შხამიანი გველები გვხვდება, ზოგან არა. ზონები, სადაც შხამიანი გველი, გიურზა გვხვდება არის მაგალითად, ორთაჭალა, კრწანისი, ფონიჭალა, აფრიკა, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, რომელთა ბუნებრივ არეალში აღნიშნული ქვეწარმავლებია გავრცელებული. სწორედ ამიტომ ამ ქვეწარმავლის გადმოსვლა დასახლებულ პუნქტებში ხდება ხოლმე. სხვა უბნებში შხამიანი გველები არ გვხვდება, მაგრამ ქვეწარმავლების პრობლემა ნამდვილად დგას და გამოძახებებიც ხშირია ამ კუთხით",- განმარტა ზანდუკელმა.

შოთა ზანდუკელის რეკომენდაციით, ქვეწარმავალთა მომრავლების თავიდან ასაცილებლად, დასახლებულ პუნქტებში სამშენებლო მასალების განთავსება არ უნდა მოხდეს, ბალახის საფარი მოკლედ უნდა იყოს შეკრეჭილი და არ უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რასაც ქვეწარმავალი თავს შეაფარებს განაგრძეთ კითხვა

ფარავნის ტბაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

გურჯაანში 3 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გამოვარდა

"მეწყერი დაძრულია, ნაპრალები ვითარდება სწრაფად... - 35 ფოტო ლისი-მუხათწყაროდან, სადაც გეოლოგები მუშაობენ