"ერთი 16 წლის და ერთიც პატარა ბავშვია გარდაცვლილი" - პაატა იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს

"ერთი 16 წლის და ერთიც პატარა ბავშვია გარდაცვლილი" - პაატა იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს

სოციალურ ქსელში არაერთმა მშობელმა დაწერა, რომ ბავშვებში მაღალი სიცხეებით მიმდინარე ვირუსებმა იმატა. იმასაც ამბობენ, რომ კლინიკებში სიცხეს გაურკვეველ ვირუსს აბრალებენ. იმის გამო, რომ დედებს ძალიან აღელვებთ ყველანაირი გადამდები დაავადების მატება, ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად დაავადებათა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს - პაატა იმნაძეს დავუკავშირდით...

- ეს ჩვეულებრივი ვირუსებია, რომელიც ოდნავაც არ არის საგანგაშო. ჩემს შვილიშვილსაც მაღალი სიცხე აქვს ამ წუთას... სხვადასხვა ვირუსია. ორასზე მეტია გაციების ვირუსი არსებობს. რამდენიმე სახეობის გაციების ვირუსი ახლაც არის გავრცელებული. ზაფხული არ შესულა ჯერ კარგად ძალაში, არამდგრადი ამინდები იყო და ამიტომაა, ვირუსების გავრცელება რომ გრძელდება. როგორც მოგახსენეთ, ჩემს შვილიშვილს აქვს სიცხე და ნორმალურია, პატარა ბავშვი წელიწადში ოთხჯერ, შვიდჯერ ან რვაჯერ თუ გაცივდება. წელს, შეიძლება ითქვას, რომ ამინდების გამო ვირუსების სეზონი ცოტა გახანგრძლივდა... საგანგაშო ეს ვირუსები კი არა, ქვეყანაში მოდებული წითელაა. წელს უკვე ათასზე მეტი შემთხვევა გვაქვს. წესით, ახლა წითელა აღარ უნდა იყოს, მაგრამ მაინც ვლინდება შემთხვევები.

- რას ურჩევდით მოსახლეობას?

- აცრას! მეტი რა უნდა ვურჩიო?! სულ მოვუწოდებთ და ჯერჯერობით ბევრმა კიდევ არ შეისმინა, თორემ ავად არ გახდებოდნენ... ათასზე მეტი შემთხვევაა და ორი გარდაცვლილი. ერთი 16 წლის იყო და მეორე - პატარა ბავშვი... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი