სოხუმში, მდინარე კელასურის შესართავთან ორი სტუდენტი დაიხრჩო

სოხუმში, მდინარე კელასურის შესართავთან ორი სტუდენტი დაიხრჩო

სოხუმში, მდინარე კელასურის შესართავთან ორი სტუდენტი დაიხრჩო. მათი ცხედრები მყვინთავებმა დღეს იპოვეს. ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა მიზან ლომიამ „სპუტნიკს“ განუცხადა.

"სამწუხაროდ ბიჭები დაიღუპნენ. მათი ცხედრები მყვინთავებმა იმ ადგილას იპოვეს, სადაც მდინარე კელასური ზღვაში ჩაედინება“, - აღნიშნა ლომიამ. ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სტუდენტები მორევს ჩაეთრია.

გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტები პიკნიკზე იმყოფებოდნენ, შემდეგ ზღვაში შევიდნენ, რა დროსაც ისინი ძლიერმა დინებამ წაიღო. მათ ძებნაში ჩართულები იყვნენ მყვინთავები, კატერები და შვეულმფრენი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი