"ამ ქვეყანაში არის პოლიციური რეჟიმი" - „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი შსს-ს განცხადებას სიცრუეს უწოდებს

"ამ ქვეყანაში არის პოლიციური რეჟიმი" - „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი შსს-ს განცხადებას სიცრუეს უწოდებს

"არაფერი დამრჩენია, გარდა იმისა, რომ ვიფიქრო, ეს არის გაგრძელება იმ წნეხის და კამპანიის, რაც „ბასიანის“ წინააღმდეგ თვეების განმავლობაში მიმდინარეობს" - ამის შესახებ კლუბ „ბასიანის“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, შსს–ს თანამშრომლები მისულები არიან კლუბის ოფისში, მიტანილი აქვთ ჩხრეკის განჩინება, თუმცა ამ ეტაპზე სხედან და არაფერს აკეთებენ.

„სრული სიცრუეა განცხადება, თითქოს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოვიდნენ და ამოწმებენ დოკუმენტაციას. ამ ქვეყანაში არის პოლიციური რეჟიმი“, – განაცხადა ტატო გეთიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღამის კლუბ „ბასიანში“ გარკვეული დოკუმენტების ამოღება მხარეებთან შეთანხმებით მიმდინარეობს.

„არანაირი ჩხრეკა არ მიმდინარეობს. ორივე მხარის შეთანხმებით ხდება გარკვეული დოკუმენტების ამოღება და გაფორმდება შესაბამისი ოქმი“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში.

კლუბ "ბასიანის" საქმეზე ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა შეეფარდა

"თამარ ბაჩალიაშვილის დედის მხრიდან იქნება ძალიან მკაცრი ნაბიჯი, არ გამოვრიცხავ, შიმშილობა გამოაცხადოს" - მიხეილ რამიშვილი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადეს