"ერთ დღე­საც სა­მო­თხე­ში გა­ვიღ­ვი­ძე..." - რას ყვება "ჩემი ცოლის დაქალების" "პრეზიდენტი", რომელმაც 84 კილოგრამი დაიკლო

"ერთ დღე­საც სა­მო­თხე­ში გა­ვიღ­ვი­ძე..." - რას ყვება "ჩემი ცოლის დაქალების" "პრეზიდენტი", რომელმაც 84 კილოგრამი დაიკლო

ბოლო წლებში სწრაფი კვების ობიექტების გახსნამ, ტექნოლოგიური ფაქტორის გამყარებამ (ინტერნეტი, ციფრული ტექნიკა), ადამიანის ფიზიკური აქტივობა და ენერგიის ხარჯვაც შეამცირა. ადამიანები ფეხით სიარულის ნაცვლად, უმეტესად, მანქანით მოძრაობენ, რის ხარჯზეც ზედმეტი წონის დაგროვება ხდება.

ჭარბწონიანობა გავლენას ახდენს ისეთი ორგანოების ფუნქციებზე, რომელთა მოქმედებაში ნივთიერებათა ცვლას წამყვანი ფუნქცია აკისრია: იწვევს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს, მამაკაცებში სასქესო ორგანოების დაავადებებს, შაქრიან დიაბეტს, ათეროსკლეროზს, გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ზოგადად კი, სიმსუქნე ყველა ორგანოზე ცუდად მოქმედებს...

ჭარბწონიანობასთან საბრძოლველად კუჭის ე.წ. დაპატარავების ოპერაციას ბოლო წლებში ბევრმა ქართველმა მიმართა. მათ შორისაა მსახიობი კახა გოგიძე, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" პრეზიდენტის როლის შესრულებით მოიპოვა. როგორც მსახიობი იხსენებს, ის 160 კილოგრამს იწონიდა და დიეტების დაცვა მისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა.

"როდესაც 160 კილო ხარ, ძალიან ცუდია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემების ზღვარზე დგახარ. შაქრიანი დიაბეტისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის ქვეშ ვიყავი. ოპერაციით კი ამ დაავადებების ჩამოყალიბებას დროზე მივუსწარი...

ოპერაციამდე ელენე გიორგაძის პაციენტი ვიყავი, კომპლექსურად ვმკურნალობდი, ვიცავდი დიეტას, ვიღებდი შესაბამის წამლებსაც - 73 კილოგრამი დავიკელი და ეს წონა 10 წლის განმავლობაში "მეჭირა". მაგრამ დიეტის შემდეგ უმრავლესობა იმატებს და მეც მოვიმატე, მეტი დიეტა ვეღარ შევძელი, რადგანაც მოთმინებასაც რესურსი ჰქონია. დიეტის დაცვის რესურსი ამოვწურე, ყველაფერი ყელში ამოვიდა და ექიმ დათო აბულაძესთან წავედი. უკვე მეხუთე წელი დაიწყო, რაც ოპერაცია გავიკეთე, რის შემდეგაც 84 კილო დავიკელი. ახლა 78 კილო ვარ, მაგრამ მე თვითონ მინდა, რომ 75 ვიყო და ამაზე ახლა ვმუშაობ.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება ოპერაციის შემდეგ, გეტყვით, რომ ერთ დღესაც სამოთხეში გავიღვიძე - ასეთი შეგრძნება მქონდა. თუმცა ყველაფერი ასე მკვეთრად და უცებ არ მომხდარა, ამ შედეგს ნელ-ნელა მივაღწიე. ვატყობდი, ტანსაცმელი როგორ მიდიდდებოდა, უკვე შემეძლო, საყვარელ ტანსაცმელზეც მეოცნება, რაღაც მოძრაობებზე, ელემენტარულად, ნორმალური სიარულის საშუალება მეძლეოდა.

160 კილოგრამის დროს სიარული კი არა, წოლაც ძნელია. ფაქტობრივად, დიდი წონა ჯოჯოხეთია. თუმცა, ჭარბი წონით სპექტაკლებს ვთამაშობდი და პრიზებსაც ვიღებდი. მიუღწეველი არაფერია - თუ ვინმეს წონაში დაკლება მართლა უნდა, თუ ჭამის სურვილზე მაღალი გახდომის სურვილი აქვს, აუცილებლად დაიკლებს" - გვიყვება კახა გოგიძე წაიკითხეთ ვრცლად: სამი ცნობილი ადამიანის ისტორია, რომელმაც კუჭის ოპერაციით ათობით კილოგრამი დაიკლო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი