რა განსხვავებაა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისა და პატრიარქის მოსაყდრის სტატუსებს შორის - მიქაელ ბოტკოველის განმარტება მეუფე შიოსთან დაკავშირებით

რა განსხვავებაა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისა და პატრიარქის მოსაყდრის სტატუსებს შორის - მიქაელ ბოტკოველის განმარტება მეუფე შიოსთან დაკავშირებით

მეუფე შიოსთვის მინიჭებული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სტატუსი არსობრივად იგივეა, თუმცა ფორმულირებაა სხვაგვარი“, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

დეკანოზმა კომენტარი გააკეთა წმინდა სინოდის გუშინდელ განჩინებაზე, რომლითაც მეუფე შიო მომავალში პატრიარქის მოსაყდრის ნაცვლად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მოიხსენიება.

„ჩვენ არ გვაქვს ასეთი პრეცედენტი, რომ მეუფე შიო პატრიარქის სიცოცხლეშივე იყოს მოსაყდრე. ამიტომ, შევთანხმდით, რომ ასე უმჯობესია – საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ იწოდებოდეს. პატრიარქის მოსაყდრე იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ პატრიარქი იქნებოდა ქმედუუნარო ან როდესაც ის ამ ქვეყნად აღარ იქნებოდა. ამიტომ, ამით მეუფე შიოს სტატუსი დაკონკრეტდა. ფუნქციურად არაფერი შეცვლილა. მეუფე შიო პატრიარქისგან რა დავალებებსაც იღებდა, იმავეს შეასრულებს“, – განაცხადა პატრიარქის მდივანმა.

მამა მიქაელის თქმით, მღვდელმთავრების ნაწილი პატრიარქის მოსაყდრის სტატუსთან დაკავშირებით დაზუსტებას ითხოვდნენ.

„ამასთან, მეუფე შიოს სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება მიეცა. ანუ, ეს მის უპირატესობაზე მიანიშნებს“, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი