როგორ გამოიყურება ტყეში ჩაფლული სასტუმრო ამბროლაურში და ვინ არის მისი მფლობელი

როგორ გამოიყურება ტყეში ჩაფლული სასტუმრო ამბროლაურში და ვინ არის მისი მფლობელი

რაჭაში, ამბროლაურის რაიონში ახალი ეგზოტიკური კარვების სასტუმრო გაიხსნა. Glamping Georgia სოფელ კრიხში მდებარეობს და სხვა ბანაკებისგან იმით განსხვავდება, რომ ნომერი მაქსიმალურ კომფორტზე და იდეალურ ხედებზეა გათვლილი. ტყეში ჩაფლული სასტუმრო ონლაინ დაჯავშნის ყველაზე დიდ საიტზე booking.com-ზე უკვე გამოჩნდა.

ყველა ოთახს აქვს სამზარეულოს მინიმალური აღჭურვილობა, სველი წერტილი, უფასო ინტერნეტი, მინი-კინოთეატრი, კონდინციონერი და ტერასა.

როგორც სასტუმროს მფლობელმა გიორგი ისაკაძემ "ბიზნესპრენიუსთან" საუბრისას განაცხადა, სასტუმრო რამდენიმე დღეა გაიხსნა და პირველ სტუმარს ხვალისთვის ელოდებიან. „გლემფნიგი ახალი მიმართულებაა. მსგავსი სასტუმროები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად, ავსტრალიაში და შვეიცარიაშია. ყველა ოთახს აქვს სამზარეულოს მინიმალური აღჭურვილობა, სველი წერტილი და უფასო ინტერნეტი, მინიკინოთეატრი და კონდიციონერი.

სასტუმრო აბროლაურის რაიონიდან 2 კილომეტრში სოფელ კრიხში მდებარეობს. ახლოსაა კანიონები, ორას მეტრში ორი მდინარე კვეთს ერთმანეთს“, - აღნიშნა დამფუძნებელმა....განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი