მამა გურამ ჭარელაშვილი - როცა ადამიანი ნარკოტიკის ზედოზირებით იღუპება, მღვდელი ვალდებულია, მოიძიოს, რა მოხდა

მამა გურამ ჭარელაშვილი - როცა ადამიანი ნარკოტიკის ზედოზირებით იღუპება, მღვდელი ვალდებულია, მოიძიოს, რა მოხდა

"როცა ადამიანი ნარკოტიკის ზედოზირებით იღუპება, მღვდელი ვალდებულია, მოიძიოს, რა მოხდა" - ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" მამა გურამ ჭარელაშვილმა განაცხადა.

"ზოგადად, ნარკოლიბერალიზაცია აქტუალური თემაა. ეკლესია, საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფოც მზად არიან, რომ ამ საკითხთან დაკავშირბეით სერიოზული ძვრები მოხდეს. აქცენტი უნდა იყოს ადამიანზე, რომელიც დაზარალდა. ყველაფერი ისე უნდა მოეწყოს, რომ ის ადამიანი მაქსიმალურად გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან, ან ხელი გავუწოდოთ და გარემო შევუქმნათ იმისთვის, რომ ამ მდგომარეობას თავი დააღწიოს. თვითონ, ეს წესის აგების მომენტიც არის რაღაც მოვალეობა, რომელიც მღვდელს აკისრია. როდესაც ადამიანი ნარკოდამკიდებულია და ზედოზირების გამო მისი ცხოვრება ფატალურად მთავრდება, მღვდელი ვალდებულია მოიძიოს რა მოხდა" - განაცხადა მამა გურამ ჭარელაშვილმა.

ნახეთ ვიდეო: "წესის აგების მომენტიც არის მოვალეობა, რომელიც მღვდელს აკისრია" - მამა გურამ ჭარელაშვილი ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით გარდაცვლილებზე

შეგახსენებთ, რომ სინოდის კრების ოქმის თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და სინოდის კრებამ ნარკომანიისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის მძიმე შედეგებზე იმსჯელა.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ