მწერალ ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი გახსნილია

მწერალ ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მწერალ ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი გახსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზურაბ აბაშიძის მიმართ, დისკრიმინაციის ნიშნით ძალადობის ფაქტზე 1998 წელს დაბადებული გ.ქ. გამოავლინეს.

გამოძიებამ დაადგინა,რომ გ.ქ.-მ მიმდინარე წლის 22 ივნისს, თბილისში, 26 მაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1995 წელს დაბადებულ ზურაბ აბაშიძეს დისკრიმინაციის ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.გ.ქ.-ს ბრალი 126-ე მუხლით უკვე წარედგინა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება დისკრიმინაციის ნიშნით ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.