უბედური შემთხვევა ახმეტაში - მდინარეში 18 წლის ბიჭი დაიხრჩო

უბედური შემთხვევა ახმეტაში - მდინარეში 18 წლის ბიჭი დაიხრჩო

ახმეტაში უბედური შემთხვევა მოხდა. მდინარე ილტოში 18 წლის ბიჭი დაიხრჩო. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მდინარეზე მეგობრებთან ერთად საბანაოდ იმყოფებოდა.

შემთხვევა "საგუბრების ტერიტორიაზე" მოხდა. ცხედარს მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ და მას წყლის დაცლის შემდეგ მიაკვლიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია