#მიეფიცხეწიგნებს და იკითხე „ერთი მოთხრობა“ - ჯიბის წიგნები

#მიეფიცხეწიგნებს და იკითხე „ერთი მოთხრობა“ - ჯიბის წიგნები

ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ თუ, რა თქმა უნდა, გვსურს, მაქსიმალურად ნაყოფიერად ქმედითუნარიანი და სარგებლის მომტანები გავხდეთ, ეს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევა ადრეული ასაკიდან უნდა ჩამოგვიყალიბდეს. როგორ გადავანაწილოთ დრო სწორად, განსაკუთრებით კი, ზაფხულის პერიოდში, როდესაც მაქსიმალურად გართობისა და უსაქმურად ყოფნის ცდუნება წაგვძლევს ხოლმე და როგორ შევუთავსოთ დასვენების საათებს ჩვენი სულიერი სამყაროსთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმიანობა - კითხვა?

ამ მხრივ, გამომცემლობა „პალიტრა ლ“-ი განსაკუთრებულ კომფორტს ნებისმიერი ასაკის მკითხველს გთავაზობთ. ალბათ, ბევრი თქვენგანი ფიქრობს, რომ წიგნის ტარება მგზავრობისას ან დასასვენების პერიოდში შესაძლოა გარკვეულ დისკომფორტს ქმნის და ამ თვალსაზრისით, ბევრად კომპაქტური სმარტფონია - დიახ, მართალია მობილური ტელეფონის ჯიბით ტარება უფრო მარტივია, ვიდრე წიგნის, მაგრამ გამომცემლობა „პალიტრა L“ და მისი უნიკალური პროექტი „ერთი მოთხრობა“ ამ დაბრკოლების მარტივად გადალახვის საშუალებას გაძლევთ. „ერთი მოთხრობის“ სერიის ფარგლებში გამოცემული წიგნები მცირე ზომისაა და ზუსტად ისევე მარტივად შეგიძლიათ მისი განთავსება ჯიბეში როგორც მობილური ტელეფონის, ასევე აღსანიშნავია, რომ მკითხველს მისი შეძენა მხოლოდ 2 ლარად შეუძლია.

პროექტ „ერთი მოთხრობა“-ს გამოცემა „პალიტრა ლ“-მა 2017 წელს დაიწყო და ამ სერიის ფარგლებში უკვე 45 მცირე ზომის წიგნი დაიბეჭდა. უმეტესად ასეა: ერთი წიგნის „უპირატესობით" მხოლოდ სქელტანიანი რომანი ან ნაწარმოებთა კრებული სარგებლობს. არადა, მოთხრობაც რომანია, გრძელი სიტყვის მოკლედ თქმის ხელოვნებით. ამიტომ „პალიტრა L“-მა გადავწყვიტა, სწორედ ერთი მოთხრობა ექცია ერთ წიგნად. პროექტის ფარგლებში გამოცემულ წიგნებს შორის შეხვდებით როგორც მსოფლიო კლასიკოსთა, ასევე ქართველ მწერალთა შედევრებს. გარდა ამისა, „ერთი მოთხრობა“ უცნობი ავტორების ნაწარმოებების პოპულარიზაციასაც ემსახურება და მკითხველს ახალი მწერლების გაცნობის საშუალებასაც აძლევს. პროექტის ფარგლებში გამოცემულ წიგნებს შორისაა როგორც მსოფლიო კლასიკოსთა, ასევე ქართველ მწერალთა შედევრებიც. გარდა ამისა, „ერთი მოთხრობა“ უცნობი ავტორების ნაწარმოებების პოპულარიზაციასაც ემსახურება და მკითხველს ახალი მწერლების გაცნობის საშუალებასაც აძლევს.

რუსუდან შელია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს