ავარია რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე - დაშავებულია სამი ადამიანი

ავარია რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე - დაშავებულია სამი ადამიანი

თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე წუხელ გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი „აუდის" მარკის ავტომანქანა „მერსედესს", ეს უკანასკნელი კი ინერციით „ტოიოტას" მარკის ავტომანქანას შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ორი მამაკაცი და ერთი ქალი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია