როგორია ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

როგორია ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

დაჭრილი მომღერლის, ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და კვლავ ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება, - ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის განყოფილების უფროსმა ნიკა ქარცივაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პაციენტს ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა.

"პაციენტი ამჟამად მკურნალობს რეანიმაციის განყოფილებაში. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ჯერჯერობით ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. ჩემი ვარაუდით, ალბათ, გვექნება საშუალება, რომ დღევანდელი დღისთვის მოვხსნათ ხელოვნური სუნთქვიდან. სისხლის დანაკარგი ანაზღაურებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება. 2 ჭრილობა იყო გულ-მკერდის არეში და წინა მხრის არეში. შემოსვლისას მდგომარეობა კრიტიკული იყო“, - განაცხადა ექიმმა.

„ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილი ორი გოგონაა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი