ნანიკო ხაზარაძემ თამთა ხუხუნაიშვილი ჟიურის წევრი მამაკაცების შემოტევისგან დაიცვა - "შევატყვე რომ უხერხული განცდა ჰქონდა"

ნანიკო ხაზარაძემ თამთა ხუხუნაიშვილი ჟიურის წევრი მამაკაცების შემოტევისგან დაიცვა - "შევატყვე რომ უხერხული განცდა ჰქონდა"

გუშინ, "იქს ფაქტორის" მეოთხე ლაივ-კონცერტი კინომუსიკას მიეძღვნა. კონკურსანტებმა ცნობილი ფილმების საუნდტრეკები შეასრულეს. თითოეული მონაწილის გამოსვლა არაჩვეულებრივი იყო, აღფრთოვანებული ჟიური ემოციებს ვერ მალავდა.

კინომუსიკის ტურში, თამთა ხუხუნაიშვილმა სიმღერა Crazy In Love! შეასრულა, ფილმიდან "გრეის 50 ელფერი". ანრიმ თამთას იმიჯი შეუქო და მისი სექსუალურობა აღნიშნა, რაც ჟიურის დანარჩენ მამაკაც წევრებში განხილვის საგანი გახდა... საქმე იქამდე მივიდა, რომ პოლემიკაში ნანიკო ჩაერთო და თამთას უხერხული მდგომარეობიდან გამოყვანა სცადა.

25 ივნისის ლაივის ესემეს-ლიდერი გიორგი ფუტკარაძე გახდა, აუთსაიდერებში კი მარიამ შენგელია და ია ტომაში მოხვდნენ. იას მენტორი თამთა გოდუაძე გადაუდებელი საქმის გამო დარბაზში არ იმყოფებოდა, მარიამის მენტორი ნანიკო ხაზარაძე კი ძალიან აღელდა, როცა მისი კონკურსანტი აუთსაიდერების რიგებში დაინახა. იას "მფარველობა" სტეფანემ გაუწია და ყველანაირად ეცადა, თამთას არყოფნა მისთვის ემოციურად დამთრგუნველი არ გამხდარიყო. ჟიურის ხმები ისე გადანაწილდა, რომ გადამწყვეტი ხმა ისევ ანრი ჯოხაძეს ეკუთვნოდა.

"იქიდან გამომდინარე, რომ მე ერთხელ უკვე მივეცი იას შანსი და მაშინ სწორედ ჩემი გადაწყვტილებით დარჩა პროექტში, ახლა ამ შანსს ვაძლევ მარიამს" - აღნიშნა ანრიმ, რითაც ნათელი გახდა რომ იამ "იქს ფაქტორი" დატოვა. დიდი გულდაწყვეტის შემდეგ ია ფაქტს "ფეისბუქზე" ნახევრადსახუმარო სტატუსით გამოეხმაურა და დაწერა: "ხომ გავთხოვდი "იქს ფაქტორის" ხარჯზე და მეტი რაღა მინდოდა".

რაც უფრო ცოტა კონკურსანტი რჩება პროექტში, მით უფრო მაღლა იწევს ტემპერატურა, ღელავენ როგორც მონაწილეები, ასევე მენტორები. გუშინდელი ლაივის შესაფასებლად ჩვენ ნანიკო ხაზარაძეს დავუკავშირდით:

- ყველა ღელავს, მაგრამ ვფიქრობ, ბავშვებთან ვინც მუშაობს, მათთვის ეს ღელვა ცოტა უფრო მძაფრია, რადგან ეს პატარა ადამიანები ძალიან გახსნილები არიან და ნებისმიერ სიტყვაზე მეტად რეაგირებენ. აქედან გამომდინარე, ჩემი ღელვაც უფრო დიდია, ვიდრე - სხვა მენტორების, ასე მგონია მე და შეიძლება, ვცდები.

- ია ტომაში გუშინ მენტორის გარეშე იყო და თითქოს აუტსაიდერებს შორის ბალანსი ირღვეოდა..

- ასე რომ არ ყოფილიყო, სტეფანემ თამთას ნაცვლად აიღო საკუთარ თავზე ყველაფერი, თუმცა თამთა საბერძნეთიდან ჩაგვერთო პირდაპირ ეთერში და საკუთარი ხმა დააფიქსირა. ორი არაჩვეულებრივი მომღერალი იდგა აუტსაიდერებში, რაც ჩემთვის მიუღებელია, თუმცა, გუშინდელი ლაივის ვერცერთ მონაწილეს აუტსაიდერობისთვის ვერ გავიმეტებდი. წელს, ძალიან განსხვავებული "იქს ფქტორია", სადაც ყველა ძალიან მაგარია და ნებისმიერ მათგანის აუთსადერებში დადგომა არარეალურად გვეჩვენება. ია ტომაში არ იყო ის ადამიანი, ვისაც კონკურსი უნდა დაეტოვებინა, ის შემდგარი მომღერალია, დარწმუნებული ვარ, კარიერას გააგრძელებს და ყველაფერი კარგად ექნება. მარიამი ჯერ პატარაა და ვფიქრობ, დღეს მას სჭირდება გვერდში დგომა. ჩვენს ქვეყანაში თუ ვინმეს დახმარება და ხელშეწყობა სჭირდება, ეს მოზარდებია, რადგან ისინი ახლა იწყებენ ყველაფერს. ქვეყანაში, სადაც შოუ ბიზნესი კარგად განვითარებული არააა, მგონი ჯობია, რომ ამ გზაზე მყოფ ბავშვებს შევუწყოთ ხელი.

- ბოლოს თამთა ხუხუნაიშვილის შეფასებაზეც მინდა გკითხოთ. გუშინ, თითქოს იცავდით მას მამაკაცების კომპლიმეტებისა და შეფასებისგან, ასეა?..

- მიუხედავად იმისა, რომ ჟიურის არცერთ წევრს მისთვის ცუდი არაფერი უთქვამს, მივხვდი, რომ გოგო ძალიან დაიბნა და ანერვიულდა. შევატყვე, რომ უხერხული განცდა ჰქონდა და ჩემს თავზე ავიღე სიტუაციის განმუხტვა, ქალური სოლიდარობა ხომ იცით, რა არის?! ჰოდა, მეც ვითომ მოვიგერიე ბიჭები, რომელთა შეფასებამაც თამთა ააღელვა.

ციცი ომანიძე

"საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო შვილი... გამოვრიცხავ, დაპირისპირებაში მონაწილეობა მიეღო" - "საბურთალოს" პრეზიდენტი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ოპოზიციის გეგმები; მზადება არჩევნებისთვის; ხელისუფლების პოზიცია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"