მამაკაცს, რომელსაც 24 ცოლი და 149 შვილი ჰყავს, შინაპატიმრობა მიესაჯა

მამაკაცს, რომელსაც 24 ცოლი და 149 შვილი ჰყავს, შინაპატიმრობა მიესაჯა

კანადაში სასამართლომ მორმონების სექტის წარმომადგენელ ორ მამაკაცს პოლიგამიის გამო პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, უინსტონ ბლექმორს 24 ცოლი, ჯეიმს ოლერს კი ხუთი ცოლი ჰყავს.

ბლექმორის შინაპატიმრობის ვადა 6 თვით განისაზღვრა, ოლერის კი - სამი თვით. ორივე მათგანს 12 თვიანი პრობაცია ელის.

მოსამართლე შერი ენ დონეგენის განცხადებით, ორივე მამაკაცი დასაქმებულია და სხვა მხრივ კანონი არ დაურღვევიათ. ამასთან, მათი პოლიგამია რელიგიურ რწმენას უკავშირდება.

61 წლის ბლექმორს 149 შვილი ჰყავს. სასამართლოს მისი ათობით გულშემატკივარი ესწრებოდა და როდესაც მოსამართლემ განაჩენი წაიკითხა, მათი უმეტესობა ტიროდა.

ჯეიმს ოლივერი და უინსტონ ბლექმორი უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ლიდერები არიან, მორმონთა სექტა მრავალცოლიანობას აკანონებს.

"ხანდახან ადამიანისგან ძალიან ბევრს ელოდები და იმედს გიცრუებს“ - როგორ აფასებს ლევან კობიაშვილი "მასტერშეფის“ მესამე სეზონს

რომელი ზებრა უყურებს კამერას? - თავსატეხი, რომელმაც სოციალურ ქსელში ათასობით ადამიანი დააბნია

"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით, ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია