საქართველოში ჩამოსვლამდე ელტონ ჯონი ვიქტორია ბექჰემთან და ლიზ ჰარლისთან ერთობა

საქართველოში ჩამოსვლამდე ელტონ ჯონი ვიქტორია ბექჰემთან და ლიზ ჰარლისთან ერთობა

ელტონ ჯონმა საკუთარი ფონდის დაარსებიდან 25 წელი აღნიშნა, ფონდი აივ-ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეიქმნა. მომღერალმა ხმაურიანი წვეულება გამართა და მეგობარი ფილანტროპი ვარსკვლავები დაპატიჟა.

ფოტოებზე, რომელიც ფონდის ღონისძიებაზეა გადაღებული, ჩანს, რომ წვეულებას ესწრებოდნენ ვიქტორია ბექჰემი, მარია შარაპოვა, ლიზ ჰარლი, მარინა აბრამოვიჩი და სხვა ცნობილი ადამიანები.

ბექჰემი საღამოს შვილთან, ბრუკლინთან ერთად ესწრებოდა, ბრუკლინი ელტონ ჯონის ნათლულია.

სტუმრები საუბრობდნენ მიმდინარე მოვლენებზე, უზიარებდნენ ერთმანეთს სამომავლო გეგმებს და რა თქმა უნდა, თანხას რიცხავდნენ საქველმოქმედო ფონდში.

საბოლოოდ კი ღონისძიებაზე შეკრებილებისთვის ედ შირანმა კონცერტი გამართა.